ბროკერის ინსტრუმენტების ყუთი 2021 წელს

თუ თქვენს სფეროში ტექნოლოგიური განახლება გსურთ ან საკუთარი თავისთვის ახალი შესაძლებლობების გახსნა, რომლებიც დაგეხმარებათ ეფექტურად გაუძღვეთ საბროკერო საქმიანობას, ეს სტატია თქვენთვისაა.

გაეცანით პროდუქტების ჩამონათვალს, რათა გაიგოთ რა არის ბაზარზე ახალი.

  • აკონტროლეთ ხმა ნიღბის მიღმა

პანდემიისას მნიშვნელოვანია დისტანციის დაცვა იმისთვის, რომ უსაფრთხოდ დარჩეთ მაშინ როცა სახლიდან-სახლში დადიხართ, კლიენტებთან ერთად. 

ამან შეიძლება გაართულოს ერთმანეთის საუბრის გაგება, ნიღაბმა შესაძლოა ჩაახშოს თქვენი ხმა.

რობერტ რიდმა რომელიც უძრავი ქონების სპეციალისტია ჩიკაგოში, შექმნა უკაბელო მიკროფონი, რომელიც თქვენს ხმას 500კვადრატზე ავრცელებს უპრობლემოდ. ეს მსუბუქი და კომფორტული ხელსაწყო ხელს შეგიწყობთ, საუბრისას სახლში გადაადგილებაში.  ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სწავლებისა და თრეინინგების დროს. 

  • 3D სკანირება 15წუთში

სწრაფად გააკეთეთ უძრავი ქონების ობიექტის სკანირება “Planitar iGuide Planix”-ის საშუალებით, რომელსაც 15 წუთში შეუძლია მოახდინოს საშუალო სიდიდის ობიექტის სკანირება.

შეგიძლიათ გამოიყენოთ მასალა 3D ტურებისთვის, ოთახის ზომების ასაღებად.

  • აკონტროლეთ გრამატიკა

წერილებმა, რომლებშიც ორთოგრაფიული და გრამატიკული შეცდომებია დაშვებული შესაძლოა ცუდი გავლენა იქონიოს თქვენს საბროკერო საქმიანობაზე.

დაეხმარეთ თქვენს აგენტებს შექმნან პროფესიონალური ელექტრონული წერილები, მაშინაც კი, როცა ეჩქარებათ.  ამისთვის გამოიყენეთ ამისთვის “Grammarly Business”. მისი საშუალებით შეგიძლიათ სკანირება გაუკეთოთ შეტყობინებებს, ასწორებს შეცდომებს, თავიდან გარიდებთ ტავტოლოგიას, ჟარგონების გამოყენებას და გაძლევთ ლაკონურად საუბრის საშუალებას.

  • ციფრული კონტრაქტები ვიდეო-ჩატის საშუალებით 

მიეცით კლიენტებს საშუალება გაერთიანდნენ იმავე პლატფორმაზე, სადაც ციფრულ დოკუმენტებს უგზავნით.  “GetAccept” აერთიანებს ვიდეოს და ჩატს კონტრაქტის გაგზავნისას.  გამოიყენეთ იგი: შეთავაზების, სახლის დათვალიერების, ნებისმიერი დოკუმენტაციის გასაგზავნად. 

გამოიყენეთ ეს პროგრამა, როგორც ფაქსის გაგზავნის ალტერნატივა, დოლუმენტების სკანირებისთვის, ელექტრონული ფოსტის მისაღებ-გასაგზავნად. 

თქვენ შეძლებთ დანახვას თუ როდის გახსნა და ნახა ადრესატმა გაგზავნილი ცოფრული დოკუმენტი.

  • საერთო საქმიანობის იარაღები

დაეხმარეთ თქვენს ბროკერებს იყვნენ ხაზზე, იმისდა მიუხედავად თუ სად იმყოფებიან.
“Taskade”-ინსტრუმენტია, რომელიც იდეალურად გამოიყენება დისტანციური მუშაობისას. იგი მოიცავს: შესასრულებელი დავალებების ჩამონათვალს, ვიდეო-ჩატს და აშ..

გაუზიარეთ პროექტები და ეურთიერთეთ კოლეგებს, აკონტროლეთ მიმდინარე ცვლილებები.
დაგეგმეთ და გაანალიზეთ პრიოროტეტული დავალებები.

  • გახდით უბნის ექსპერტი

“Parkbench”-ის საშუალებით თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ გახდეთ უძრავი ქონების სფეროში უბნის ექსპერტი. 

იგი გაწვდით ლოკალური კონტაქტების უზარმაზარ ბაზას. გარდა ამისა, გაწვდით ინფორმაციას ადგილობრივ სიახლეებზე და დადებულ ხელშეკრულებებზე.  თქვენ შეგიძლიათ საიტზე განათავსოთ ინფორმაცია თქვენი საბროკერო საქმიანობის შესახებ.

  •  საბროკერო ოპერაციების მართვისთვის საჭირო Cloud-ზე დაფუძნებული ინსტრუმენტები

“brokermint”-ი კარგი გადაწყვეტილებაა საშუალო საბროკერო კომპანიებისთვის. ეს არის ვებ.პლატფორმა, რომლითაც შეგიძლიათ მართოთ ტრანზაქციები, ინტეგრირებულია MLS-სთან.
გთავაზობთ საკომისიო შაბლონებს და გეხმარებათ მათ გამოთვლაში. მისი მიზანია მრავალჯერადი ტრანზაქციების მენეჯმენტის გამარტივება.

  • შექმენით პროფესიონალური ფორმა

თუ გსურთ კლიენტთა გამოკითხვა ტრანზაქციის შემდეგ, იმის გაგება თუ რამდენად კამყოფილები არიან, “Typeform” გთავაზობთ პროფესიონალური ფორმების სხვადასხვა საშუალებებს. მათი გამოყენებით თქვენს კითხვებზე აუცილებლად მიიღებთ პასუხს.