ბიზნესის განვითარებისთვის მაშინაც კი, თუ ნულიდან იწყებთ
ახალი აგენტი. ახალი ბაზარი. ახალი წელი. ახალი ტაქტიკა. ახალი დასაწყისი.
იმის მიუხედავად თუ რომელ კატეგორიას განეკუთვნებით, ეს სამი ხერხი თქვენი ბიზნეს სტრატეგიის ნაწილი გახადეთ.
ტაქტიკა #1
განახორციელეთ “სამსახურეობრივი ზარი” ყველასთან, ვისაც იცნობთ.
როცა ეუბნებით ადამიანებს დარეკონ… განსაკუთრებით დაურეკონ მათთვის ნაცნობ ადამიანებს, ისინი ხშირად იძაბებიან და ამბობენ: არ ვიცი, არ მინდა თავი ტელე-მარკეტერად ვიგრძნო.
კარგი ამბავი: არც უნდა იგრძნოთ!
ახლა იმდენი რამ ხდება უძრავი ქონების სფეროში, რომ თქვენ ვალდებული ხართ ამის შესახებ მოუყვეთ ნაცნობებს.
ასე, რომ ნუ იფიქრებთ ამაზე, როგორ სატელეფონო გაყიდვებზე. ეს “სამსახურეობრივი ზარებია”.
როგორც კარგი ბუღალტერი ან ფინანსური კონსულტანტი უკავშირდება კლიენტებს, რათა აცნობოს ახალი შესაძლებლობების ან საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილების შესახებ.
აი რამოდენიმე თემა, რის შესახებაც შეგიძლიათ ესაუბროთ მათ:
როგორ იმოქმედა კოვიდმა და სახლიდან მუშაობამ მათზე, ახლა რას ფიქრობენ საკუთარ უძრავ ქონებაზე.
ნახეთ უძრავი ქონების ფასები 2022 წელს? გაინტერესებთ თუ არა თქვენი სახლის დღევანდელი ფასი?
ნუთუ ამ თემებზე საუბარი მარტივი არ გეჩევენებათ? დიახ, არის. ისინი აიძულებენ ხალხს ისაუბრონ იმაზე, საერთოდ ფიქრობენ თუ არა ქონების გაყიდვაზე.
ასე, რომ დაურეკეთ ყველას, ვისაც იცნობთ.
ტაქტიკა #2
წრიული შეკრება ბოლო გაყიდვების გარშემო
წრიული შეკრება- პროცესი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ყველას გარკვეულ გეოგრაფიულ არეალში, რომელიც ეფუძნება თქვენს ბოლო გაყიდვებს. ( არ არის აუცილებელი თქვენი ლისთინგი იყოს).
წარმოიდგინეთ თავი სახლის მეპატრონედ. დავუშვათ რომ სახლი შეიძინეთ 4 წლის წინ 330 000$, დღეს შეიძლება მისი ფასი შეადგენდეს 500 000$. არ გსურთ რომ ამის შესახებ იცოდეთ? ამ ინფორმაციის გაგებით, თქვენთვის მეტი შესაძლებლობები არ იხსნება?
შეგიძლიათ დაურეკოთ ადამიანს და უთხრათ: გაიგე შენი მეზობლის სახლის შესახებ? ახლახანს გაიყიდა X თანხად. ეს მოსაუბრეს აძლევს მიზეზს დაინტერესდეს თუ რა ღირს მისი სახლი ახლა.
ნუ უგულებელყოფთ ამ მარტივ მიდგომას!
ტაქტიკა #3
მიიზიდეთ მყიდველები, სხვა აგენტის ლისთინგის რეკლამირებით
როცა იწყებთ რაღაცას, ხანდახან საჭიროა რომ გახდეთ ინოვაციური.
მაგ: ჰკითხეთ ლისთინგის მქონე აგენტს, შეგიძლიათ თუ არა რეკლამის განთავსება მათ ლისთინგზე დაყრდნობით.
რატომ? იმიტომ, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ შეტყობინებები, რომლებიც ორიენტორებულია მყიდველზე: მოგბეზრდათ ქირაზე ფულის ხარჯვა? ნახეთ რამდენი შეგიძლიათ დაზოგოთ.
მსგავს რეკლამას შეუძლია სწრაფად მოიყვანოს მყიდველთა ნაკადი.
როდესაც ისინი დაგიკავშირდებიან, დაუთქვით შეხვედრა და ისე გაესაუბრეთ. შესაძლოა ეს საუბარი არ მივიდეს ხელშეკრულების გაფორმებამდე, მაგრამ კარიერის დასაწყისში თქვენ მიიღებთ პრაქტიკას.