Become a member

(Covid-19) | ასოციაციის პრეზიდენტის, მარიამ დემურიას მიმართვა და კითხვარი

მოგესალმებით,

უპირველეს ყოვლისა, გისურვებთ ჯანმრთელობას და ვიმედოვნებთ რომ უსაფრთხოდ ხართ. საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია მუშაობს საგანგებო რეჟიმში და როგორც ყოველთვის, მზად ვართ მხარდაჭერა გავუწიოთ ჩვენს წევრებს. მჯერა რომ, აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევით გავუმკლავდებით არსებულ გამოწვევებს.

უძრავი ქონების სექტორში არსებული გამოწვევების კვლევისა და დაძლევის სტრატეგიისათვის შევიმუშავეთ კითხვარი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენთან კომუნიკაცია რომ, დავიცვათ თქვენი ინტერესები.

ასოციაციის ხელმძღვანელობა განაგრძობს სიტუაციის მონიტორინგს და შემდგომშიც იმოქმედებს საქართველოს ოფიციალური უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების და მითითებების შესაბამისად.

ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში მოვლენები მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში უკეთესი სცენარით განვითარდება და მალე შევძლებთ, დავუბრუნდეთ ცხოვრების და მუშაობის ჩვეულ რიტმს.

წინასწარ გიხდით მადლობას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის და გისურვებთ ჯანმრთელობას!

მარიამ დემურია

თავმჯდომარე

Mariam