საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია (GNARE) 2014 წლის აპრილში დაფუძნდა და მსოფლიოს ყველაზე
დიდი სავაჭრო ორგანიზაციის – ამერიკის რეალტორთა ასოციაციის (NAR) ერთადერთი პარტნიორი საქართველოში.
ქართულ ბაზარზე მხოლოდ ისაა უფლებამოსილი, გამოიყენოს ან დაარეგისტრიროს REALTORS® -ის სამარკო ნიშანი.
ასოციაციის წევრები არიან უძრავი ქონების მოწინავე კომპანიები, სადაც მუშაობენ რეალტორები®, ბროკერები,
აგენტები და უძრავი ქონების სფეროში მოღვაწე სხვა სპეციალიტები, რომლებიც აღიარებენ პროფესიონალური ქცევის
ეთიკის კოდექსს და ხელმძღვანებენ მისი დებულებებით მომხმარებელთან, კოლეგებთან და საზოგადოებსთან ურთიერთობისას.