ამერიკის რეალტორთა® ასოციაციის (NAR) ერთადერთი პარტნიორი საქართველოში
1 ივლისს, გაიმართა საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის კომიტეტების გაერთიანებული კრება.
შეხვედრის ფარგლებში კომიტეტების თავმჯდომარეებმა და წევრებმა განიხილეს მიმდინარე პროექტების პროგრესი, შეაფასეს მიღწეული შედეგები და იმსჯელეს ასოციაციის სამომავლო პრიორიტეტებსა და განვითარების გეგმებზე.
კრებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ინიციატივებს, რომლებიც ხელს შეუწყობს უძრავი ქონების სფეროში პროფესიული სტანდარტების გაძლიერებას, განათლების განვითარებას, სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესებასა და სექტორში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
ასოციაცია აქტიურად განაგრძობს მუშაობას იმ პროექტებზე, რომლებიც ქმნის დამატებით ღირებულებას როგორც წევრებისთვის, ასევე უძრავი ქონების ინდუსტრიისთვის.
ერთად ვქმნით უფრო პროფესიონალურ, გამჭვირვალე და ძლიერ უძრავი ქონების სექტორს.
მადლობას გიხდით ჩართულობისთვის.













შანხაის უძრავი ქონების გამოფენა
LPS-ის 25-ე საიუბილეო გამოფენა გაიმართება 2026 წლის 4–6 დეკემბერს, შანხაის ცენტრში მდებარე ისტორიულ და გამორჩეულ “Shanghai Exhibition Center”-ში.
“LPS Shanghai” უნიკალური კონცეფციის ღონისძიებაა-დახურული, მხოლოდ მოწვევით დასასწრები გამოფენა, რომელიც სპეციალურად ჩინეთის ბაზრისთვის არის შექმნილი.
ღონისძიება აერთიანებს მსოფლიოს წამყვან დეველოპერებს, უძრავი ქონების სააგენტოებსა და ინვესტორებს, რომლებიც ჩინეთის კლასის უძრავი ქონების ბაზარზე საქმიანობენ.
ეს ცენტრალური, მაღალი კლასის ლოკაცია, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მონაწილეობასთან ერთად, შექმნის უნიკალურ და მომხიბვლელ ატმოსფეროს, იდეალურ გარემოს პრემიუმ კლასის ობიექტების წარმოსაჩენად.
წლევანდელ გამოფენას 17,300-ზე მეტი ვიზიტორი ეწვევა.
“LPS Shanghai 2026” წარმოადგენს პრემიუმ კლასის ობიექტებს სხვადასხვა ქვეყნიდან, რეგიონიდან და ქალაქიდან და ფოკუსირებული იქნება ყველა ტიპის მაღალი კლასის საერთაშორისო უძრავი ქონების ჩვენებაზე, სათხილამურო კურორტებიდან დაწყებული კერძო კუნძულებით, ისტორიული შატოებიდან დაწყებული-კონდომინიუმებით დამთავრებული.
სამდღიანი უძრავი ქონების გამოფენის გარდა, LPS Shanghai 2026 ჩაატარებს ადგილზე ექსკლუზიური ღონისძიებების სრულ ნაკრებს, რათა საერთაშორისო უძრავი ქონების გამოფენა ცოცხალი იყოს და მაქსიმალურად გაზარდოს გამოფენის მონაწილეებსა და ვიზიტორებს შორის ურთიერთქმედება.
გამოფენის სამი დღის განმავლობაში დაგეგმილი საინტერესო ღონისძიებები მოიცავს გლამურულ LPS გალა კოქტეილს Ritz-Carlton Shanghai-ში, VIP გახსნის მიღებას, LPS-ის საერთაშორისო უძრავი ქონების ფორუმებსა და კონფერენციებს, კერძო მიღებებს და ექსკლუზიურ VIP ღვინის დეგუსტაციას.
საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია უზრუნველყოფს აღნიშნულ ღონისძიებაზე მსურველთა დასწრების ორგანიზებას.
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მეილზე: info@gnare.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 592 500 800
მონაწილეობოს მოღების მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: https://forms.gle/WYzqv3jiHearSpWA6
16-19 ნოემბერს, საუდის არაბეთში იმართება: Cityspace Global 2026, სადაც მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ინვესტორები, დეველოპერები, არქიტექტორები და ინოვატორები იკრიბებიან ერთი მიზნით: იდეები და საუბრები რეალურ შედეგებად აქციონ.
გამოფენაა მათთვის, ვინც ეძებს სწორ უძრავ ქონებას, საინვესტიციო შესაძლებლობას ან სტრატეგიულ პარტნიორობას, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, ერთ სივრცეში შეხვდნენ ბაზრის წამყვან მოთამაშეებს სწორედ მაშინ, როცა ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
63 მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგებები. 164,868 ვიზიტი. 52 ქვეყნის 577 გამოფენილი კომპანია.
“Cityspace Global”-სწორედ აქ ხდება ყველაფერი.
📍 Riyadh Exhibition & Convention Centre (Malham), ერ-რიადი, Saudi Arabia.
საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია უზრუნველყოფს აღნიშნულ ღონისძიებაზე მსურველთა დასწრების ორგანიზებას.
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მეილზე: info@gnare.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 592 500 800
მონაწილეობოს მოღების მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: https://forms.gle/VU2E1AnSJqoacFZF7


იწყება უძრავი ქონების აგენტის რიგით მეექვსე საატესტაციო კურსი.
ეს არის აგენტების ატესტირების პირველი საფეხური და ლიცენზირებული საბროკერო საქმიანობისკენ გადადგმული მთავარი ნაბიჯი!
კურსდამთავრებულებს გადაეცემათ პერსონალური ID ბარათები.
დასაწყისი: 23 ივნისს, 10:30 საათზე
დასასრული: 13 ივლისს (ტესტირებითა და სერტიფიკატის მიღებით).
კურსის განმავლობაში გაივლით საბაზისო მიმართულებებს:
ასევე გაეცნობით უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის რეალტორთა®️ ეთიკის კოდექსს და შეისწავლით ყველა იმ საკითხს, რაც საჭიროა წარმატებული აგენტის კარიერისთვის!
კურსი ატესტირებულია ევროპის უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაციის @CEPI-ს მიერ და ექვემდებარება ევროპულ სტანდარტებს.
არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, ადგილები უკვე შეზღუდულია!
დარეგისტრირდით ახლავე: https://forms.gle/Tj5jCv9wfu5DGUx49
კურსის საფასური შეადგენს წევრებისთვის-750, ხოლო არაწევრებისთვის-900 ლარს.
პროექტში მონაწილეობას იღებენ და ჩვენი პარტნიორები არიან:
აკაკი ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზი;
საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებლთა საზოგადოება
Signature by Regus, Iliyard business Center ( ჭავჭავაძის 39 ა)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 მთავარი კონფერენცია
20 ივნისი, 2026 | Factory Tbilisi
ეს ის დღეა, როცა ყველაფერი ხდება-თბილისი მსოფლიო ტექნოლოგიური ეკოსისტემის ცენტრად იქცევა.
ან შეგიძლიათ მოგვიანებით უბრალოდ წაიკითხოთ, რა გამოტოვეთ.
Global Tech Weekend Tbilisi ბრუნდება როგორც საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც აკავშირებს განვითარებად ეკოსისტემებს გლობალურ კაპიტალთან, ინოვაციურ ტექნოლოგიებთან და იმ გადაწყვეტილების მიმღებებთან, რომლებიც ბაზრებს ცვლიან.
გლობალური კაპიტალის, ტექნოლოგიებისა და გავლენის კონცენტრაცია ერთ სივრცეში:
სამი დღის განმავლობაში თბილისი იქცევა ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და ინვესტიციების გლობალურ ეპიცენტრად.
ხუთი სცენა. დიდი თამაში. გლობალური მოძრაობა.
20 ივნისს Factory Tbilisi გადაიქცევა სექტორულ პავილიონებად, სადაც მომავლის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი საუბრები იმართება და იბადება თანამშრომლობები, რომლებიც ინდუსტრიებს ცვლის.
მიმართულებები:
ვის შეხვდებით ღონისძიებაზე?
სპიკერებისა და პარტნიორების ვინაობა მალე გახდება ცნობილი.
ეს არის ადგილი, სადაც კაპიტალი ხვდება განხორციელებას, იდეები გარდაიქმნება რეალობად და იქმნება მომავალი.
აქ გვერდიგვერდ შეხვდებით ინვესტორებს, ტექნოლოგიურ ლიდერებს, დამფუძნებლებს, შემოქმედებით პროფესიონალებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც გლობალური ბიზნეს ეკოსისტემის მომავალს ქმნიან.
ბილეთი მოიცავს:
Investor Lounge-ზე წვდომას
კერძო შეხვედრებს
სპეციალურად შერჩეულ ნეთვორქინგს
რეალური პარტნიორობებისა და გარიგებების შესაძლებლობას
კომპანიები, რომლებიც აქ იქნებიან, შეძლებენ:
შეუერთდით მოძრაობას.
გამოიყენეთ თქვენი შესაძლებლობა.
გახდით ისტორიის ნაწილი.
სპეციალურად ასოციაციის წევრებისთვის მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება.
პრომო კოდი: GTWTbilisixGnare
დაიკავეთ ადგილი და შეიძინეთ ბილეთი:
www.gtwt.ge
www.tkt.ge
5 ივნისს, 9:30საათზე საქართველოსა და სომხეთის უძრავი ქონების აგენტებისთვის ჩატარდება ერთდღიანი ონლაინ კურსი: “უძრავი ქონების ექსკლუზიური წარმომადგენლობის პრინციპები”
ტრენერი: არტურ ოჰანესიანი
უკრაინაში მოღვაწე უძრავი ქონების პროფესიონალი, 33-წლიანი საერთაშორისო გამოცდილებით, NAR-ის, FIABCI-ისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პარტნიორი.
კურსზე გაიგებთ:
•როგორ მუშაობს ექსკლუზიური წარმომადგენლობა პრაქტიკაში;
•როგორ გაზარდოთ თქვენი საკომისიო და დაამტკიცოთ თქვენი ღირებულება კლიენტთან;
•მომხმარებელთა 30-ზე მეტი ტიპიური წინააღმდეგობა- სრული ანალიზი
•MLS-ისა და აგენტებს შორის ეფექტური თანამშრომლობის პრინციპები
მომავალი კლიენტის სამი მთავარი შეკითხვა (ბრაიან ბაფინის მიხედვით)
ღირებულება შეადგენს:
ასოციაციის წევრებისთვის-50, ხოლო არაწევრებისთვის-80ლარს.
სამუშაო ენა: რუსული
დასწრების მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: https://forms.gle/ejf7VHQ5nWLpWhnQ9
Zoom-ის ბმული გამოგეგზავნებათ რეგისტრაციის გავლისა და გადახდის შემდეგ.
11 ივნისს, 17:00 საათზე, ბიზნეს ცენტრ “ილიარდში” (ჭავჭავაძის გამზირი 39 ა) ჩატარდება:
AI ვორქშოფი უძრავი ქონების სპეციალისტებისთვის.
ტრენინგისას შეისწავლით:
•AI-ის მუშაობის ძირითად პრინციპებს და განვითარების მოკლე ისტორიას
•ChatGPT, Claude, Gemini – თითოეულის კონკრეტულ ძლიერ მხარეებს
•პრომპტ ინჟინერიის საფუძვლებს
•სოციალური მედიის კამპანიებსთვის ვიზუალების შექმნას
•NanoBanana / Midjourney – მოდელების პრაქტიკული გამოყენების შემთხვევებს
•Canva AI
ტრენერები:
აკაკი კურცხალია-
“LakLaka AI”-ის დამფუძნებელი.
Ai ლექტორი -ციფრული ინდუსტრიის აკადემია
მარიამ მიქანაშვილი -კონტენტ სტრატეგი და კომუნიკაციების მენეჯერი “kraken”
ხანგრძლივობა 3 საათი.
ვორქშოფზე დასწრებისას აუცილებელია თან იქონიათ პერსონალური კომპიუტერები.
ვორქშოფის საფასური ასოციაციის წევრებისთვის შეადგენს-120 ლარს, ხოლო არაწევრებისთვის-180-ს.
*ადგილების რაოდენობა შეზღუდულია
რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს: https://forms.gle/7vZLGC9TvcJrGAbd6
პარასკევს, 29 მაისს, 17:00 საათზე, ასოციაციის წევრებისთვის “საძველე”-ში (Wine Factory|ღვინის ქარხანა პეტრიაშვილი N1) გაიმართება Realtor®️ Get Together.
ღონისძიების ფარგლებში
უძრავი ქონების აგენტის საატესტაციო კურსის სტუდენტებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ტესტირება, გადაეცემათ ID ბარათები და სერტიფიკატები.
დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:
https://forms.gle/ApZWADTPke8yzfp48
დასწრება უფასოა, ბარით სარგებლობა – პერსონალური გადახდით.
GNARE REAL ESTATE TALKS-ის ფარგლებში, 22 მაისს, 17:00 საათზე, ქალაქ ბათუმში, სასტუმრო “STEPS Batumi”-ში გაიმართება პანელური დისკუსია, რომელიც გააერთიანებს უძრავი ქონების სექტორის ლიდერებს, დეველოპერებს, ბროკერებსა და ინდუსტრიის პროფესიონალებს, რათა ერთად იმსჯელონ ბაზრის თანამედროვე გამოწვევებზე, სამომავლო ტენდენციებზე და გაყიდვების ეფექტურ სტრატეგიებზე.
ღონისძიების გენერალური სპონსორი: ProfitKey Properties
ELT Group, Alliance Group, NEXT Property, Batumi View Apartments, Like House • ლაიქ ჰაუსი, Nata Samnidze, Silk Development • სილქ დეველოპმენტი
გახდით ატესტირებული უძრავი ქონების აგენტი, რადგან თქვენი კარიერული ზრდა იწყება სწორი განათლებით!
იწყება უძრავი ქონების აგენტის რიგით მეხუთე საატესტაციო კურსი.
ეს არის ბროკერების ატესტირების პირველი საფეხური და ლიცენზირებული საბროკერო საქმიანობისკენ გადადგმული მთავარი ნაბიჯი!
კურსდამთავრებულებს გადაეცემათ პერსონალური ID ბარათები.
დასაწყისი: 21 აპრილი, 10:30 საათზე
დასასრული: 7 მაისი (ტესტირებითა და სერტიფიკატის მიღებით).
კურსის განმავლობაში გაივლით საბაზისო მიმართულებებს:
ასევე გაეცნობით უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის რეალტორთა®️ ეთიკის კოდექსს და შეისწავლით ყველა იმ საკითხს, რაც საჭიროა წარმატებული აგენტის კარიერისთვის!
კურსი ატესტირებულია ევროპის უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაციის @CEPI-ს მიერ და ექვემდებარება ევროპულ სტანდარტებს.
არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, ადგილები უკვე შეზღუდულია!
დარეგისტრირდით ახლავე: https://forms.gle/17ZrwS9j7ZesKaFd8
კურსის საფასური შეადგენს წევრებისთვის-750, ხოლო არაწევრებისთვის-900 ლარს.
პროექტში მონაწილეობას იღებენ და ჩვენი პარტნიორები არიან:
აკაკი ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზი;
საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებლთა საზოგადოება
Signature by Regus, Iliyard business Center ( ჭავჭავაძის 39 ა)
დღის წესრიგი:
17:00-17:30 „ასოციაციის“ 2025 წლის ანგარიშის წარდგენა;
17:30-17:45 „ასოციაციის“ 2026 წლის გეგმების გაზიარება;
17:45-18:00 „ასოციაციის“ პრეზიდენტის კანდიდატების წარდგენა;
18:00 – 18:30 „ასოციაციის“ პრეზიდენტის არჩევა;
დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა (საჭიროების შესაბამისად).
19:00 „ასოციაციის“ 12 წლის იუბილეს აღნიშვნა (ფურშეტი, ბარი, დჯეი 21:00 საათიდან)
16 აპრილს, 17:00 საათზე “Signature by Regus, Iliyard Business Canter (ჭავჭავაძის 39ა)-ში ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდება: “კომუნიკაციის ფსიქოლოგიის მასტერკლასი”.
უძრავი ქონების სფეროში წარმატება მხოლოდ ობიექტებზე არ არის დამოკიდებული. იგი დიდწილად განისაზღვრება იმით, თუ რამდენად კარგად გვესმის ადამიანების ქცევა, მოტივაცია და გადაწყვეტილების მიღების პროცესი.
სწორედ ამიტომ, ეს მასტერკლასი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბროკერებისთვის, აგენტებისთვის და გაყიდვების მენეჯერებისთვის, რომელთაც ყოველდღიურად უწევთ სხვადასხვა ტიპის კლიენტებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკება.
ტრენერი: ილია ნიკაჭაძე.
NLP Coach და Enneagram მასტერი, გეშტალტ თერაპევტი (EAGT), NLP, ენეგრამას და ბიზნესის საერთაშორისო ტრენერი (ICU), ფსიქოლოგიური ინტერნეტ ჟურნალ psychologist.ge-ს მთავარი რედაქტორი, ტრენერად მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება
მასტერკლასის მიზანია: შეასწავლოს თანამშრომლებს ფსიქოლოგიური ინსტრუმენტები, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ მიზნობრივ აუდიტორიასთან
უფრო ეფექტურ კომუნიკაციას.
კურსის ფარგლებში შეისწავლით ფსიქოლოგის ერთ-ერთი გავრცელებული მიმართულების ენეაგრამას ინსტრუმენტებს (Author Claudio Naranjo), რომელიც ადგენს ადამიანის ფსიქიკის რუკას, იკვლევს არაცნობიერ მოტივაციებს და გვეხმარება ინდივიდების ქცევის სიღრმისეულ გაგებაში (Forbes, 2018).
მასტერკლასის შემდეგ შეძლებთ:
მასტერკლასზე დასწრების საფასური შეადგენს ასოციაციის წევრებისთვის-50, ხოლო არაწევრებისთვის-80 ლარს.
დასწრების მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: https://forms.gle/HJaxEX4jU7Pa8psD8
შაბათს, 28 მარტს, 13:00-16:00 საათზე “რეგუსში” (ვაჟა ფშაველას N 71) ასოციაციის წევრებისთვის ჩატარდება მასტერკლასი “ინტერიერის ფოტოგრაფია”
უძრავი ქონების სწორად გადაღებული ფოტოები ხშირად განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად და წარმატებით გაიყიდება ობიექტი. სწორედ ამიტომ, მასტერკლასის ფარგლებში ისწავლით, როგორ გადაიღოთ სივრცე ისე, რომ მაქსიმალურად წარმოაჩინოთ მისი უპირატესობები.
ვორქშოფის ძირითადი თემებია:
ტრენერი: გიორგი იაშვილი.
ბიოგრაფი – მომხმარებელზე ზრუნვის დეპარტამენტის უფროსი.
“Airbnb”-ის აკრედიტებული ფოტოგრაფი.
აქვს სამუშაო გამოცდილება: “Colliers Georgia”-სა და “M2”-ში.
დარჩენილია მხოლოდ 2 ადგილი,
დასწრების მსურველებმა გთხოვთ გაიროთ რეგისტრაცია: https://forms.gle/akUzcCyKqGrcpy397
საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია (GNARE) 2014 წლის აპრილში დაფუძნდა და მსოფლიოს ყველაზე დიდი სავაჭრო ორგანიზაციის – ამერიკის რეალტორთა® ასოციაციის (NAR) ერთადერთი პარტნიორი საქართველოში.
ქართულ ბაზარზე მხოლოდ ისაა უფლებამოსილი, გამოიყენოს ან დაარეგისტრიროს REALTORS® -ის სამარკო ნიშანი.
GNARE
We firmly believe that the internet should be available and accessible to anyone, and are committed to providing a website that is accessible to the widest possible audience, regardless of circumstance and ability.
To fulfill this, we aim to adhere as strictly as possible to the World Wide Web Consortium’s (W3C) Web Content Accessibility Guidelines 2.1 (WCAG 2.1) at the AA level. These guidelines explain how to make web content accessible to people with a wide array of disabilities. Complying with those guidelines helps us ensure that the website is accessible to all people: blind people, people with motor impairments, visual impairment, cognitive disabilities, and more.
This website utilizes various technologies that are meant to make it as accessible as possible at all times. We utilize an accessibility interface that allows persons with specific disabilities to adjust the website’s UI (user interface) and design it to their personal needs.
Additionally, the website utilizes an AI-based application that runs in the background and optimizes its accessibility level constantly. This application remediates the website’s HTML, adapts Its functionality and behavior for screen-readers used by the blind users, and for keyboard functions used by individuals with motor impairments.
If you’ve found a malfunction or have ideas for improvement, we’ll be happy to hear from you. You can reach out to the website’s operators by using the following email
Our website implements the ARIA attributes (Accessible Rich Internet Applications) technique, alongside various different behavioral changes, to ensure blind users visiting with screen-readers are able to read, comprehend, and enjoy the website’s functions. As soon as a user with a screen-reader enters your site, they immediately receive a prompt to enter the Screen-Reader Profile so they can browse and operate your site effectively. Here’s how our website covers some of the most important screen-reader requirements, alongside console screenshots of code examples:
Screen-reader optimization: we run a background process that learns the website’s components from top to bottom, to ensure ongoing compliance even when updating the website. In this process, we provide screen-readers with meaningful data using the ARIA set of attributes. For example, we provide accurate form labels; descriptions for actionable icons (social media icons, search icons, cart icons, etc.); validation guidance for form inputs; element roles such as buttons, menus, modal dialogues (popups), and others. Additionally, the background process scans all the website’s images and provides an accurate and meaningful image-object-recognition-based description as an ALT (alternate text) tag for images that are not described. It will also extract texts that are embedded within the image, using an OCR (optical character recognition) technology. To turn on screen-reader adjustments at any time, users need only to press the Alt+1 keyboard combination. Screen-reader users also get automatic announcements to turn the Screen-reader mode on as soon as they enter the website.
These adjustments are compatible with all popular screen readers, including JAWS and NVDA.
Keyboard navigation optimization: The background process also adjusts the website’s HTML, and adds various behaviors using JavaScript code to make the website operable by the keyboard. This includes the ability to navigate the website using the Tab and Shift+Tab keys, operate dropdowns with the arrow keys, close them with Esc, trigger buttons and links using the Enter key, navigate between radio and checkbox elements using the arrow keys, and fill them in with the Spacebar or Enter key.Additionally, keyboard users will find quick-navigation and content-skip menus, available at any time by clicking Alt+1, or as the first elements of the site while navigating with the keyboard. The background process also handles triggered popups by moving the keyboard focus towards them as soon as they appear, and not allow the focus drift outside it.
Users can also use shortcuts such as “M” (menus), “H” (headings), “F” (forms), “B” (buttons), and “G” (graphics) to jump to specific elements.
We aim to support the widest array of browsers and assistive technologies as possible, so our users can choose the best fitting tools for them, with as few limitations as possible. Therefore, we have worked very hard to be able to support all major systems that comprise over 95% of the user market share including Google Chrome, Mozilla Firefox, Apple Safari, Opera and Microsoft Edge, JAWS and NVDA (screen readers).
Despite our very best efforts to allow anybody to adjust the website to their needs. There may still be pages or sections that are not fully accessible, are in the process of becoming accessible, or are lacking an adequate technological solution to make them accessible. Still, we are continually improving our accessibility, adding, updating and improving its options and features, and developing and adopting new technologies. All this is meant to reach the optimal level of accessibility, following technological advancements. For any assistance, please reach out to