ონლაინ კურსი “უძრავი ქონების მესაკუთრის წარმომადგენელი სპეციალისტი" SRS
მოიპოვეთ რეალტორთა ეროვნული ასოციაციის (NAR) მიერ აღიარებული “უძრავი ქონების მესაკუთრის წარმომადგენელი სპეციალისტის” წოდება.
SRS სტატუსი უმაღლესი აღიარებაა პროფესიონალებისთვის, რომლებიც მომსახურებას უწევენ ქონების მფლობელებს. მისი მიზანია ბაზრის მოთამაშეთა პროფესიული სტანდარტების ამაღლება.
კურსი: უძრავი ქონების მესაკუთრის წარმომადგენელი სპეციალისტი
თარიღი: ოქტომბერი 26, 27, 28 & 29 (ოთხივე სესიის დასწრება სავალდებულოა)
დრო: 10:00-14:00
ინსტრუკტორი: არტურ ოჰანესიანი
ფორმატი: Zoom
კურსის გავლისას თქვენ გაიგებთ:
- როგორ მოიპოვოთ მეტი ექსკლუზიური ხელშეკრულება და განავითაროთ თქვენი ბიზნესი.
- როგორ დაანახოთ უძრავი ქონების მესაკუთრეს თქვენი მომსახურების უპირატესობა და ფასეულობა.
- ეთიკის კოდექსის და სტანდარტების მნიშვნელობას და მათ პრაქტიკაში დანერგვის აუცილებლობას.
- სახელმწიფო კანონების გაცნობიერებას და შესარულებას მესაკუთრის წარმომადგენლობისას.
- როგორ დანერგოთ საჭირო მეთოდები, ხელსაწყოები და ტექნიკა მესაკუთრისთვის მხარდაჭერისა და მაღალხარისხოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად.
წელს პირველად!!! ასოციაციამ უძრავი ქონების საბროკერო ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაწყვიტა შეიტანოს წვლილი და SRS კურსი შემოგთავაზოთ 150$ ნაცვლად:
-
300 ლარი არა წევრებისთვის
- 150 ლარი GNARE წევრებისთვის
- 100 ლარი Realtors®-ებისტვის
სამუშაო ენა: რუსული
SRS-ის დესიგნაციის მოთხოვნები:
კურსი ღიაა ნებისმიერი დარეგისტრირებული მსმენელისთვის, მაგრამ მხოლოდ მათ, ვინც GNARE–ის წევრია და ასევე ამერიკის რეალტორთა ასოციაციის (NAR) საერთაშორისო REALTOR®-ის (IRM) წოდება აქვთ, ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ SRS დესიგნაცია.