4 რჩევა უძრავი ქონების აგენტთა უსაფრთხოებისთვის

უძრავი ქონების აგენტის კარიერა ხშირად ხასიათდება სიტყვებით: ანაზღაურებადი, კონკურენტუნარიანი, მაგრამ ავიწყდებათ სიტყვა ”უსაფრთხო”.

აგენტები უშუალოდ საზოგადოებასთან თანამშრომლობენ, დაყავთ კლიენტები სხვადასხვა ლოკაციაზე და ამით საფრთხეში იგდებენ საკუთარ თავს.
2019 წლის “National Assosiation of Realtors Member Safety”-ის ანგარიშის მიხედვით, რეალტორთა 33% აღმოჩენილა საფრთხის შემცველ სიტუაციაში. ეს არ არის დისკრიმინაციული საკითხი, რომელიც მხოლოდ სუსტი სქესის წარმომადგენლებს ეხება. უსაფრთხოების განცდა ამ ინდუსტრიის ნებისმიერი წევრისთვის მნიშვნელოვანია.
 
გთავაზობთ უსაფრთხოების რამდენიმე ხერხს:
 

 

1. გამოიყენეთ კოდური სიტყვა “წითელი ფაილი

ეს ძველი, მაგრამ კარგად ნაცადი ხერხია, რომელიც გუნდურ მუშაობას საჭიროებს. ზოგიერთ კომპანიაში შემუშავებული აქვთ უსაფრთხოების გეგმა, რომელსაც იყენებენ მაშინ, როცა სახლის ჩვენებისას აგენტს არ აქვს უსაფრთხოების განცდა, ან გრძნობს რაიმე დისკომფორტს. ის უბრალოდ რეკავს ოფისში და ითხოვს არსებულ მისამართზე “წითელი ფაილის” მიწოდებას, რომელიც დაავიწყდა. ეს კოდური სიტყვა ნიშნავს, რომ ის ითხოვს დახმარებას და კომპანია უშვებს მის სიახლოვეს მყოფ სხვა ადამიანს, რომ დაეხმარონ მას. ეს გამართლებული ხერხია, რომელიც კარგად მუშაობს.

2. იხელმძღვანელეთ საღი აზრით, დაფიქრდით ვიდრე უჩვენებთ

უმჯობესია სახლის საჩვენებლად კლიენტი წაიყვანოთ დღისით. რატომ?  ქონების ჩვენება საჭიროებს ვიზუალურ შემოწმებას, რაც სიბნელეში რთულია.  განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ ქალაქგარეთ სახლის ჩვენებისას,იქ სადაც კავშირგაბმულობას შეიძლება პრობლემები ჰქონდეს. დარწმუნდით რომ კომუნალური გადასახადები გადახდილია. ყოველი შემთხვევისთვის თან იქონიეთ ფანარი. კლიენტის გადამოწმება. დარწმუნდით, რომ ის სერიოზულადაა დაინტერესებული ქონების შეძენით. თუ ისინი წინააღმდეგობას გიწევენ მსგავსი ინფორმაციის მოწოდებაზე, ეს შეიძლება იყოს სიგნალი, რომ პოტენციური საფრთხის წინაშე ხარ.

3. იქონიეთ პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები

საბარგულში იქნოიეთ: წვიმის ქურთუკი, ქოლგა, ბახილები, სველი ხელსახოცები, რეზინის ბოტები, ელემენტები, ფანრები, ოთახის საზომი ხელსაწყო, ხელთათმანები,გამოსაცვლელი ტანისამოსი, წყალი, “სნექები”. გადამყავნი კაბელი, იმ შემთხვევისთვის თუ თქვენ ან თქვენს კლიენტს მანქანა გაგიფუჭდებათ, ეს ძალიან გამოგადგებათ. სამედიცინო დახმარების ნაკრები. ჩამოთვლილი საგნები, საგანგებო სიტუაციების გადაჭრაში.

4. უსაფრთხოების აპლიკაციები

 ”Homesnap”-არის ერთერთი  ასეთი აპლიკაცია. ტაიმერის დაყენებით, თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ დრო, რომელიც სახლის საჩვენებლად გჭირდებათ. თუ ამ დროის გასვლის შემდეგ, აგენტი არ გამორთავს ტაიმერს, აპლიკაცია ავტომატურ რეჟიმში უგზავნის შეტყობინებას და მიდ ზუსტ ადგილმდებარეობას,  მის მიერ მითითებულ სანდო კონტაქტებს. ბოლო სამი წლის განმავლობაში აპლიკაციის ეს ფუნქცია, 20 000ამდე აგენტმა გამოიყენა.

“Life 360”- კიდევ ერთი აპლიკაციაა, რომელიც 2008წლიდან ჩაეშვა გამოყენებაში და დღემდე ვითარდება და იხვეწება. მისი საშუალებით ქმნით სანდო პირთა სიას, ვისაც შეუძლია თვალყური ადევნოს თქვენს მარშრუტს.  აპლიკაცია, ასევე გეხმარებათ ორიენტირებასა და ავტომობილის უკეთ მართვაში.
 საქართველოში ასეთი აპლიკაციაა  “112”.
მისი ჩამოწერა უფასოა, აქვს IOS-ისა და Android-ის პლატფორმების მხარდაჭერა. ხელმისაწვდომია, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ და რუსულ ენებზე.
აპლიკაციის მთავარ უპირატესობას მოქალაქის ადგილმდებარეობის დაუყონებლივ განსაზღვრა წარმოადგენს, რაც საგრძნობლად ამცირებს საგანგებო სამსახურის ადგილზე მისვლის დროს.  აპლიკაციას ააქვს ჩუმი განგაშის გაგზავნა “112”-ში(SOS) და ოპერატორთან მიმოწერა(“ჩატი”). აღნიშნული ფუნქციების გამოყენება მომხმარებელს შეუძლია ისეთ შემთხვევებში, როდესაც არ ააქვს საუბრის საშუალება ან ზარის განხორციელებით ექმნება საფრთხე.
 
უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ურთიერთობისას!