6 რჩევა, თუ როგორ მოამზადოთ სამზარეულო დათვალიერებისთვის
ყოველი ჩვენებისას რთულია სამზარეულოში სისუფთავის და წესრიგის შენარჩეუნება. რიანან მორგანი გიზიარებთ რამოდენიმე რჩევას და ხრიკს, თუ როგორ უნდა წარმოიაჩინოთ თქვენი სამზარეულო უზადოდ.
1. მოაშორეთ ზედმეტი ნივთები.
გაანთავისუფლეთ სივრცე. როდესაც რომელიმე ნივთს ინახავთ, დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა: მომწონს თუ მჭირდება? თუ რომელიმეზე მაინც, არ გაქვთ დადებითი პასუხი, დროა გამოემშვიდობოთ ამ ნივთს.
2. განსაზღვრეთ სახიფათო ზონები.
მორგანის აზრით, სახლში უწესრიგობისთვის ყველაზე პოპულარული ადგილები სამზარეულოს უჯრები, თაროები და კარადებია.
წარმოიდგინეთ, რომ სტუმარი ხართ და და სახლს ათვალიერებთ, რათა უწესრიგობა აღმოაჩინოთ გვირჩევს ის.
შესაძლოა გამოგადგეთ ტელეფონით ვიდეოს გადაღება. მისი ყურებისას შეიძლება ისეთი რაღაც აღმოაჩინოთ, რასაც ყურადღებას არ აქცევდით.
3. ნუ დააწყობთ ნივთებს რაიმეს ზედაპირზე.
წესად აქციეთ, რომ სახლში ყველაფრის ზედაპირი იყოს თავისუფალი. შეინახეთ ნივთები კარადებში, თაროებზე, უჯრებში და მოწყობილობებში ისე, რომ არ ჩანდნენ.
კიდევ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა გქონდეთ ნივთები მიმობნეული, ის არის რომ ერთი ნივთი აუცილებლად მიიზიდავს სხვა ნივთებს.
თუ ზედაპირზე ნივთები უწესრიგოდ დევს, კიდევ ერთი ნივთის დამატებას ვერ შენიშნავთ იქამდე, ვიდრე თავისუფალი ადგილი საერთოდ აღარ დაგრჩებათ.
4. განათავსეთ კალათები უჯრებსა და თაროებზე.
ნუ შეაწყობთ ნივთებს პირდაპირ კარადაში, ამის ნაცვლად მოათავსეთ კალათებში გვირჩევს მორგანი. ასეთი სისტემა, ნივთების მარტივად დახარისხებაში გეხმარებათ. ეს კი, გამორიცხავს არეულობას თქვენს კარადებში.
5. გამოიყენეთ ვერტიკალური განლაგების მეთოდი.
სამზარეულოს კარადა ყველაზე დიდი არეულობის ადგილია. მასში წესრიგის დამყარება, დიდი თავის ტკივილია. კარადა, ძირითადად თავსახურების ქაოსად იქცევა ხოლმე.
ქვაბებისა და ტაფების თავსახურების ვერტიკალური გზით განლაგება, ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცვლის ამ ხერხის გამოყენება, ყველაფერს.
6. დაფიქრდით როცა რაიმე ნივთი დაგჭირდებათ.
რათქმაუნდა სამზარეულოს ხელსაწყოებს ხშირად იყენებთ. მორგანი გირჩევთ ნივთები დაახარისხოთ გამოყენების სიხშირის მიხედვით. რაც თავიდან აგარიდებთ საჭირო ნივთის, კარადებსა და უჯრებში ძებნას.