დაიწყეთ ბიზნეს გეგმის შედგენა ახალი რჩევებით
- არასოდესაა გვიან მიმართოთ ისეთ კლიენტებს, რომლებთანაც დიდი ხანია არ გისაუბრიათ.
- შეადგინეთ პირადი და პროფესიული განვითარების გეგმა
- გაითავისეთ თქვენი სფერო, კლიენტებისთვის მომსახურეობის გაწევით.
გამოიყენეთ ძველ კლიენტებთან დარეკვის მეთოდი.
უძრავი ქონების სფეროს ბროკერებისა და აგენტებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა ისეთ კლიენტებთან დაკავშირება, ვისთანაც დიდი ხანია არ ჰქონიათ კომუნიკაცია ამბობს მონიკა რეინოლდსი, ერთერთი ქოუჩინგ კომპანიის პრეზიდენტი.
ის გვთავაზობს გამოვიყენოთ აბრევიატურა RER, რომელიც გულისხმობს: relationship-ურთიერთობები, experience-გამოცდილება, results-შედეგი.
დღევანდელ დღეს ყველას ააქვს ურთიერთობების არჩევანის საშუალება.
დაუკავშირდით კლიენტებს კვარტალში ერთხელ, რომ გადაამოწმოთ. ამ წელს ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.
ადამიანთა უმეტესობას შეეხო COVID-19ისგან შექმნილი მძიმე სიტუაცია და იზოლაცია.
მნიშვნელოვანია უჩვენოთ, რომ თქვენთვის სულერთი არ არიან.
გთავაზობთ რჩევებსა და მეთოდებს უძრავი ქონების სფეროს წარმომადგენლებს, რომელთა გამოყენებითაც შეინარჩუნებთ თქვენს საქმიანობაში ჩართულობას, აქტუალურობას და შეადგენთ წლის გეგმას.
- რით შეგიძლიათ იყოთ ამ ადამიანისთვის სასარგებლო?
- ყურადღებით მოუსმინეთ, რას გეუბნებიან.
- დაუსვით კითხვები, რომ გამოარკვიოთ ისეთი საკითხები, რომელთა გადაჭრაშიც შეგიძლიათ დახმარების გაწევა.
- თუ დრო გაძლევთ საშუალებას, განიხილეთ ადგილობრივ ბაზარზე არსებული სიტუაცია.
- კითხეთ ხომ არ არიან დაინტერესებული ამ ეტაპზე უძრავი ქონების რაიმე ტიპით.
მხარდაჭერის ზარი
კითხეთ: როგორ არიან?
როგორ არის მათი ოჯახი?
როგორ მიდის მათი ბიზნესის განვითარება და რა ხდება სამსახურში?
ზოგიერთი შეკითხვაზე პასუხი, შეიძლება გახდეს უძრავ ქონებაზე საუბრის მიზეზე. რის შემდეგაც შეგიძლიათ ჰკითხოთ: იციან თუ არა ბაზარზე არსებული ტენდენციების გათვალისწინებით მათი ქონების რეალური ფასი?
რა იციან იპოთეკური მონაცემების შესახებ?
აქვთ თუ არა შეკითხვები უძრავ ქონებასთან დაკავშირებით?
არ დაგავიწყდეთ მადლობის გადახდა, დათმობილი დროისთვის.
უთხარით, რომ თქვენი პროფესია დამოკიდებულია მათნაირი ადამიანების რეკომენდაციაზე.
ჰკითხეთ ხომ არ ახსენდებათ რომელიმე მეგობარი ან ახლობელი რომელიც სახლის ყიდვას ან გაყიდვას აპირებს და თქვენი დახმარება ესაჭიროება. შეახსენეთ, რომ დიდი სიამოვნებით გაუწევთ ნებისმიერ მათგანს დახმარებას.
ბიზნეს გეგმა.
1. გაანალიზეთ 2020 წელი.
რამდენი დაგეხარჯათ მარკეტინგზე? რა პროცესები მიდიოდა სწორედ და რას სჭირდება კორექტირება?
ახალმა აგენტებმა მიზანმიმართულად უნდა იმუშაონ პოტენციური კლიენტების მოძიებაზე.
კონცენტრირდით ადამიანებზე, ვისთანაც მარტივად ამყარებთ ურთიერთობას, მაგ: თქვენი შვილების მეგობრების მშობლებთან, ძველ თანამშრომლებთან, ფეისბუქ ნაცნობებთან.
2. ჩამოწერეთ მიზნები და აქციეთ ოფისში თვალსაჩინოებად.
აღნიშნეთ კალენდარში დასვენების დღეები.
დააყენეთ ოჯახი პირველ ადგილას.
ბიზნეს გეგმა შეადგინეთ იმაზე დაყრდნობით თუ რამდენი კონტაქტი გყავთ და რა გაყიდვების რაოდენობა გჭირდებათ იმისთვის, რომ მიაღწიოთ თქვენს ყოველთვიურ ან ყოველწლიურ მიზნებს.
3. შეადგინეთ სამუშაო გრაფიკი.
გადაამოწმეთ, რომ სწორედ მიდიხართ მიზნებისკენ, იზიდავთ პოტენციურ კლიენტებს, ადგენთ კონტრაქტებს, გამოიმუშავებთ ახალ უნარებს.
4. შეადგინეთ მარკეტინგული გეგმა.
კონცენტრირდით ოთხ ბიზნეს წყაროზე, რომლებიც თქვენს იმიჯზე მუშაობს. ეს შეიძლება იყოს: სოციალური ქსელები, განცხადებები, ახალი მშენებლობები, ვადაგასულ კლიენტთა ლისთინგი.
5. პირადი და პროფესიული განვითარების გეგმა.
პროფესიული განვითარების გეგმაში შეგიძლიათ ჩართოთ ისეთი მიზნები, როგორიცაა: თვეში ორი წიგნის წაკითხვა, ვებინარებსა და თრეინინგებზე დასწრება, ცოდნის გაღრმავება, სემინარები და კონფერენციები.
პირადი განვითარების გეგმაში შეგიძლიათ ჩართოთ: ყოველ შაბათს მეუღლესთან პაემანი, ჰობი, ინტერესები ან დაზოგვის გეგმის შედგენა.