როგორ მოვიზიდოთ კლიენტები

უძრავი ქონების ბიზნესი დამოკიდებულია ურთიერთობებზე.

შესაძლოა წარმოუდგენლად გეჩვენებათ დისტანციურად  კლიენტებთან ურთიერთობის დამყარება-შენარჩუნება.

მაგრამ პრაქტიკოსებმა იპოვეს გზები, რომელთა საშუალებითაც კლიენტთა რიცხვის გაზრდაც კი მოახერხეს.

ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარმა, ასევე პროფესორებმა ტედ ვალდრონმა და ჯეიმს ვეტ ბერბმა შეიმუშავეს აბრევიატურა “HEART”, რომლის მიხედვითაც შეგიძლიათ მიიღოთ ძირითადი მინიშნებები, თუ როგორ მართოთ ბიზნესი, კრიზისისას.

H-Humanize (ჰუმანურობა)

გამოიჩინეთ თანაგრძნობა არსებულ სიტუაციაში თქვენი ძველი და ახლანდელი კლიენტების მიმართ. 

გქონდეთ მათთან ურთიერთობა სხვადასხვა გზებით, აგრძნობინეთ, რომ ამ მძიმე პერიოდში ყველა ერთად ხართ. 

თუ თქვენს ბიზნეს ვებ.გვერდზე ან მარკეტინგში, საერთოდ არ არის ნახსენები COVID-19, თქვენ რეალობასთან აცდენილს ემსგავსებით. 

E-Education(განათლება)

გაუზიარეთ კლიენტებს სოციალური ქსელით, ელექტრონული ფოსტით, ვებ-საიტით, თუ როგორ შეუძლიათ თქვენთან ურთიერთობა. 

აცნობეთ რა ცვლილებები განახორციელეთ ბიზნესში. 

A-Asurance(გარანტია)

რთულ პერიოდში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარანტია.

ვირუსისგან კლიენტთა დასაცავად, ზოგიერთი აგენტი უძრავი ქონების ჩვენებისას სთხოვს დამთვალიერებელს, რომ არაფერს შეეხონ ხელით. 

შეავსონ COVID-19ზე ფორმა, რითიც დაადასტურებენ რომ მოცემულ მომენტში არ არიან დაავადებულები.

სახლის მეპატრონეებს კი სთხოვენ: აანთონ სინათლეები, დატოვონ ოთახებისა და კარადების კარებები ღია. რითიც ამცირებენ ხელით შეხების და ინფიცირების რისკებს. 

R-Revolutionize(ცვლილებები)

უძრავი ქონების სფეროში, ტექნოლოგიების წყალობით დიდი ცვლილებები განხორციელდა.

3D ხარისხში იმართება ვირტუალური ტურები, დისტანციური ჩვენებები, 

ეწყობა ღია კარის დღეები. ბროკერები “დრონების” საშუალებით არა მხოლოდ სახლს, არამედ მის მიმდებარე ტერიტორიასაც უჩვენებენ კლიენტს.

T-Tackle(the future)

მომავალთან გამკლავება

 შეეცადეთ შეხედოთ მომხდარ ცვლილებებს, პოზიტიურად. 

თუ ადრე უძრავი ქონების ჩვენებას დიდი დრო და გადაადგილება სჭირდებოდა, ახლა ეს ყველაფერი უფრო სწრაფად ხდება და ამისთვის არც კილომეტრების გავლა გიწევთ.

მკვლევართა აზრით, პანდემიის დასრულების შემდეგ, არ არის საჭირო კომპანიები სწრაფად დაუბრუნდნენ ჩვეულ  მუშაობის რეჟიმს. 

ის კომპანიები, რომლებიც გაუმკლავდნენ  პანდემიით განპირობებულ გამოწვევებს, აუცილებლად იტყვიან განსხვავებულ სიტყვას ბიზნესში. 

უჩვენეთ  მომხმარებელს “გული”, რთულ პერიოდში. 

ამით შეინარჩუნებთ მათთან ხანგრძლივ ურთიერთობას და მომავალში გარანტირებულ თანამშრომლობას.