სამი ოქროს წესი უძრავი ქონების სფეროში ბიზნესის დასაწყებად
უძრავ ქონებაში ბიზნესის შექმნის, დაწყების და განვითარების უამრავი გზა არსებობს. შესაძლოა ეს ზოგიერთს მარტივი ჰგონია, მაგრამ გრძელვადიანი მომგებიანი ბიზნესის შექმნა საკმაოდ რთულია.
გაითვალისწინეთ ეს სამი წესი, რომელიც თქვენი ბიზნესის წარმატებასა და გრძელვადიანობას უზრუნველყოფს.
- ყოველთვის დაიწყეთ ბოლოდან
უძრავი ქონების ბიზნესის წამოწყებისას ან ახალი ბიზნესის შექმნისას, ყოველთვის გაითვალისწინეთ დასასრული.
ჰკითხეთ საკუთარ თავს როგორ გამოიყურება თქვენი ოცნების საქმე.
წარმატებული ადამიანები ყოველთვის დიდზე ოცნებობენ.
მოახდინეთ თქვენი ოცნებების და მიზნების ვიზუალიზაცია.
თუ თქვენ არ გაქვთ გაცნობიერებული საბოლოო მიზანი, ვერ შეძლებთ გეგმის შედგენას.
სასურველი რეზულტატის ვიზუალიზაცია და გაცნობიერება დაგეხმარებათ წარმატების რუკის შექმნაში.
მნიშვნელოვანია თქვენი საბოლოო მიზანი იცოდეთ, რომ მარტივად შექმნათ წარმატების გზამკვლევი.
- უნდა იცოდეთ თქვენი ციფრები
თქვენი ციფრები ააწყობს ან დაანგრევს თქვენს ბიზნესს. ყოველმა გამოცდილმა უძრავი ქონების ინვესტორმა იცის რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი რენტაბელურობის ცოდნა. ახალბედები უგულებელყოფენ საკუთარი ბიზნესის ცოფრებს.
ადევნეთ თვალყური თქვენს მიერ განხორციელებულ საბანკო ოპერაციებს. აწარმოეთ: შემოსავლის, გასავლის და ზარალის შედარება.
თუ თავად ვერ ერკვევით ხარჯთაღრიცხვაში, არაუშავს. მონახეთ ადამიანი, ვისაც ეს საქმე კარგად გამოსდის. სასურველია მან ყოველდღე ჩაგაბაროთ ანგარიში.
თუ თქვენ ვერ ერკვევით საკუთარი კომპანიის ხარჯთაღრიცხვაში, საჭიროების შემთხვევაში ვერ შეძლებთ კორექტივების შეტანას.
- მასშტაბი, მასშტაბი, მასშტაბი
თუ თქვენ არ ანვითარებთ და უფრო მასშტაბურს არ ხდით საკუთარ ბიზნესს, ის ბოლომდე ვერ შეძლებს საკუთარი პოტენციალის გამოვლენას.
თუ თქვენ ბიზნესში წინ არ მიდიხართ, ესეიგი უკან რჩებით.
თქვენი ყოველი გადაწყვეტილება ბიზნესის მასშტაბის ზრისკენ უნდა იყოს მიმართული.
მასშტაბის გაზრდაში მნიშვნელოვანი ფაქტორია მარკეტინგი, იმისდა მიუხედავად თუ უძრავი ქონების რომელი ნიშა გაქვთ არჩეული.
თუ ამ წესებით იხელმძღვანელებთ, ყოველთვის გეცოდინებათ საით მიდიხართ, გაბედავთ იოცნებოთ დიდზე და არასოდეს შეწყვეტთ მცდელობას იყოთ იმაზე უკეთესი, ვიდრე გუშინ იყავით.