სად მივყავართ უძრავი ქონების სფეროში მარკეტინგულ ტექნოლოგიებს
ახლა, როცა სოციალური დისტანცია ასეთი აქტუალურია, ეს ინსტრუმენტები დაგეხმარებათ უძრავი ქონების აგენტებს იყოთ აქტიური და დარჩეთ კლიენტებთან კონტაქტზე.
მარკეტინგული ტექნოლოგიების გავრცელებამ დიდი გავლენა იქონია ბევრ სექტორზე, მათ შორის უძრავ ქონებაზეც.
COVID-19-ის გავრცელებასთან ერთად, უძრავი ქონების აგენტების საქმიანობა პირდაპირ კავშირშია თანამედროვე ტექნოლოგიებთან.
წელს ამ სფეროში ტექნოლოგია ყველაზე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
შესაძლოა ახალი პოტენციური კლიენტების ყურადღების მიპყრობა აგენტებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს სირთულედ იქცეს.
ახალი კლიენტის გამოჩენისას შესაძლოა მათმა მართვამ და მომსახურეობამ შესაძლოა დაკავებული აგენტის დიდი დრო წაიღოს.
ჩატ-ბოტებს შეუძლიათ დიალოგის წარმართვა და დაუყონებლივ პასუხის გაცემა, რაც აუცილებლად კეთილგანაწყობს კლიენტებს.
საწყის ეტაპზე ჩატ-ბოტი წარმართავს დიალოგს. მაგ: ესალმება მომხმარებელს, პასუხობს ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს. მას შეუძლია განსაზღვროს კითხვები, წინა განხორციელებული დიალოგების საფუძველზე.
მაგ:”Roof.ai” არის Al თანაშემწე, რომელიც ეხმარება აგენტს მომხმარებელთან ურთიერთქმედებისას. სვამს საკვალიფიკაციო შეკითხვებს, ეძებს MLS-ის მონაცემებს, აგზავნის შესაბამის ჩამონათვალს, პასუხობს კონკრეტული ქონების შესახებ დასმულ შეკითხვებს და ინიშნავს ჩვენებებს აგენტებისთვის.
ვირტუალურ დამხმარეებს წინ კიდევ ვრცელი გზა აქვთ გასავლელი, დროთა განმავლობაში ისინი უფრო ადამიანური და დახვეწილი ხდება.
- ჰიპერ-პერსონალური მიმოწერა
ანალიტიკას შეუძლია მონაცემთა ბაზის მიხედვით მოახდინოს კლიენტთა დაჯგუფება, რომლებიც ცხოვრების საერთო მახასიათებლებს იზიარებენ.
ეს აგენტს აძლევს საშუალებას უკეთ გაუგოს მომხმარებელს, მოახდინოს აუფიტორიის სეგმენტირება, რათა შექმნან პერსონალიზირებული შეტყობინებების შაბლონი.
მაგ: აგენტებს შეუძლიათ შექმნან კონტენტი, სპეციალურად ეკოლოგიის თემით დაინტერესებული კლიენტებისთვის. ადამიანთა ამ სეგმენტს შეუძლია მოიძიოს სახლები მზის გათბობით.
სოციალური სეგმენტის ტიპებში შედიან: ცხოველთამოყვარულები, აქტიური დასვენების მომხრეები, ფიტნესით გატაცებულები და აშ…
კომპანია “Spatial.ai” ასევე გთავაზობთ ყოველი სეგმენტის შესახებ ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა: მათი შემოსავლები, პოლიტიკური კუთვნილება, განათლების დონე, გეოგრაფიული ტენდენციები. ამ ყველაფრით აგენტებს ექმნებათ ზოგადი წარმოდგენა მათ მომხმარებელზე, რაც მათ უიოლებს ეფექტურ საქმიანობას.
- რეკლამის ავტომატიზაცია
აგენტებს სოციალური დისტანციისაც შეუძლიათ საკუთარი საქმიანობის განვითარება. თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით შესაძლებელია ვიზუალურად მომხიბვლელი რეკლამის შექმნა.
“Property Simple” პლატფორმის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პროფესიონალური ვიდეო-რეკლამა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში.
კომპანიების 80%-ზე მეტი იყენებს რეკლამას, როგორც მარკეტინგულ ხერხს. ახლა ყველაზე შესაფერისი დროა ჩართოთ ვიდეო თქვენს მარკეტინგულ სტრატეგიაში.
- ვირტუალური ტურები
3D ტურები აძლევს კლიენტს საშუალებას დაათვალიეროს უძრავი ქონების ობიექტი ისე, რომ მისვლაც არ დასჭირდეს.
ახლა აგენტებს შეუძლიათ მომხმარებელს უფრო ხარისხიანი მომსახურეობა შესთავაზონ, ვიდრე ფიზიკური ექსკურსია.
ვირტუალური ტური აძლევს მომხმარებელს საშუალებას, გაიგონ როგორ გამოიყურება დღის სხვადასხვა მონაკვეთში უძრავი ქონების ობიექტი. შეგიძლიათ ჯერ კიდევ მშენებარე ფართის დათვალიერება და დაგეგმარება, სახლიდან გასვლის გარეშე.