რა საკითხები უნდა მოაგვაროთ, ვიდრე სახლისთვის ფოტოების გადაღებას დაგეგმავთ
არასოდეს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი უძრავი ქონების ონლაინ პრეზენტაცია მაღალი ხარისხის ფოტოებით, როგორც ახლა.
მომხმარებელთა 97% საცხოვრებელს ონლაინის საშუალებით ეძებს.
უძრავი ქონების პროფესიონალებს სურთ დარწმუნდნენ, რომ მეპატრონე მოამზადებს სახლს გადაღებისთვის, რათა საუკეთესო გზით შეძლონ მისი წარმოჩენა.
გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა: თუ რომელი ნივთები უნდა შეინახოთ, როგორ განათავსოთ ავეჯი და აქსესუარები.
“Apartment Therapy”-მა ახლახანს გამოყო რამდენიმე ნივთი, რომელიც უნდა შეინახოთ, გადაღების დაწყებამდე.
- მაღალი ლარნაკი
დიდმა ყვავილოვანმა კომპოზიციებმა შესაძლოა ყურადღების გადატანა გამოიწვიოს, ასევე საგრძნობლად შეამციროს სივრცის აღქმა.
- პატარა ფარდაგები
მათ შეიძლება თქვენი სივრცე იმაზე პატარად წარმოაჩინოს, ვიდრე რეალურადაა. დაუტოვეთ მნახველს საშუალება, ორიგინალ იატაკს შეავლოს თვალი.
- არასაკმარისი განათება
ერთდროულად ცივი და თბილი ნათურების გამოყენებამ, ფოტოების გადაღებისას შესაძლოა ცუდ შედეგებამდე მიგიყვანოთ. აუცილებლად ერთი ტიპის განათება გამოიყენეთ კონკრეტულ სივრცეში.
- მრავალფუნქციური ტექნიკა
სახლის მეპატრონეებს ურჩევნიათ ჰქონდეთ ტექნიკა, რომელიც რამოდენიმე ფუნქციას ასრულებს.
მაგ: ჭურჭლის სარეცხი მანქანის ახალი მოდელი არა მარტო რეცხავს, არამედ მეპატრონეს ატყობინებს, რომ მეტი სარეცხის საშუალება სჭირდება.