2018 წლის 5 ივლისს ‘’საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის’’ მიერ გაიმართა საზოგადოებრივი ღონისძიაება.
საღამოს მასპინძლობდა საერთაშორისო საოფისე სივრცეების კომპანია ‘’რეგუსი’’, აღნიშნული ღონისძიება მიზანად ისახავდა: ასოციაციის მიღწევებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენას, არაფორმალურ გარემოში. უძრავი ქონების სფეროში წარმატებულ კომპანიებსა და პროფესიონალ ბროკერებს შორის კომუნიკაციის დამყარებას, სამომავლო საქმიანი ურთერთობების გაღრმავებას. პროფესიონალური უნარების გაზიარებას.