12 მარტს, საქართველოს უძრავი ქონების ასოციაციის განათლების კომიტეტის სხდომა განახლებული შემადგენლობით გაიმართა.
კომიტეტის წევრებმა შეხვედრაზე განიხილეს 2026 წლის ღონისძიებების კალენდარი, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საატესტაციო კურსების უფრო ინტენსიურად ჩატარებასა და ბროკერებისთვის მასტერკლასების სერიის დაგეგმვას.
იმსჯელეს რეგიონების უფრო აქტიურად ჩართვის შესაძლებლობებზე და ასოციაციის მიერ დაგეგმილ სამომავლო საგანმანათლებლო ინიციატივებზე, რაც მიზნად ისახავს პროფესიული სტანდარტების კიდევ უფრო გაძლიერებას საქართველოში.
ასევე, გვუსრს გაცნობოთ, რომ ასოციაციის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას დაიკავებს მარიამ მითაიშვილი.
მოკლედ გაგაცნობთ მის პროფეაიულ გამოცდილებას: უძრავი ქონების სექტორში 10+ წლიანი პროფესიული გამოცდილება. მუშაობდა ქონების ეროვნულ სააგენტოში გაყიდვების მიმართულებით და 5 წელზე მეტი “Colliers Georgia”-ში კომერციული უძრავი ქონების ბროკერიჯში, ხოლო ამჟამად არის “IWG / Regus”-ის საქართველოს ქსელის მენეჯერი.
მარიამს აქვს როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო კომპანიებთან საბროკერო მიმართულებით თანამშრომლობის გამოცდილება;
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. მიღებული Აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში”და პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრის ხარისხი “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში”. Ასევე, აქვს რამდენიმე წლიანი გამოცდილება USAID-სა და EU-ს საგრანტო პროგრამების მართვის, სადაც მოხალისეობრივად მართავდა პროექტებს.
გვჯერა რომ მისი გამოცდილება და უნარები ხელს შეუწყობს განათლების კომიტეტის მნიშვნელოვან და ნაყოფიერ მუშაობას.
თუ გსურთ ასოციაციის კომიტეტების საქმიანობაში ჩართვა, მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში და ჩვენი გუნდის წარმომადგენელი დაგიკვაშირდებათ.


