The website is currently undergoing technical maintenance.

About us

GNARE – National Association of REALTORS® (NAR) of America
The only partner in Georgia.

ასოციაციის ისტორია:

საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია (GNARE) დაარსდა 2014 წლის 30 აპრილს, თბილისში – მიზნით, განევითარებინა ქვეყანაში საბროკერო/საშუამავლო საქმიანობა და დაენერგა რეალტორის® მაღალი, სანდო სტანდარტი.

2018 წლიდან, ასოციაცია არის მსოფლიოს უდიდესი პროფესიული ორგანიზაციის, ამერიკის რეალტორთა® ასოციაციის (NAR), ერთადერთი პარტნიორი საქართველოში, რაც მას განსაკუთრებულ სტატუსს ანიჭებს: მხოლოდ GNARE-ს წევრები არიან უფლებამოსილნი, გამოიყენონ ან დაარეგისტრირონ REALTORS®-ის სამარკო ნიშანი ქართულ ბაზარზე.

2019 წელს ასოციაცია გახდა ევროპის უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაციის (CEPI) წევრი, რითაც კიდევ უფრო გაღრმავდა ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია.

2021 წლიდან GNARE-ის წევრებისთვის ხელმისაწვდომია CEPI-ის მიერ ატესტირებული პროფესიული კურსი. მისი დასრულების შემდეგ აგენტები იღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატსა და ID ბარათს.

დღეს ასოციაცია აერთიანებს 100-მდე იურიდიულ და ფიზიკურ პირს და მოქმედებს თბილისის გარდა კახეთის, იმერეთის და აჭარის რეგიონებშიც.

მისია, ხედვა & ღირებულებები

მისია

გავაერთიანოთ უძრავი ქონების სექტორში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირები და ხელი შევუწყოთ მათი საქმიანობის განვითარებასა და პოპულარიზაციას.

ხედვა

საერთაშორისო პარტნიორობის მეშვეობით მოვახდინოთ მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა ადგილობრივ ბაზარზე – ნეთვორქინგის, სასწავლო პროგრამებისა და სასერტიფიკაციო კურსების, საკანონმდებლო სიახლეების გაზიარებისა და იურიდიულ-ტექნიკური მხარდაჭერის გზით.

ღირებულებები

ასოციაცია ეყრდნობა სამართლიანობის, სოლიდარობისა და თანასწორობის პრინციპებს და სრულად იზიარებს საერთაშორისო პროფესიული ეთიკის კოდექსის ნორმებს.

ასოციაციის ფარგლებში მოქმედებს ოთხი კომიტეტი: განათლების, სამართლებრივი რეფორმების, რეგიონალური განვითარებისა და ტექ-ინოვაციების.

საერთაშორისო პარტნიორები: NAR (National Association of REALTORS®), CEPI (European Association of Real Estate Professions)

ადგილობრივი პარტნიორები: BLC; უძრავი ქონების საერთაშორისო საბროკერო კომპანიის RE/MAX-ის მასტერფრანჩაიზერი საქართველოში – REMAX GEORGIA; Chargeishvili & Co; ICC Georgia; საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებელთა საზოგადოება; EXPO Georgia; FIABCI Georgia და სხვა.

Members