“VESTIN” is a leading real estate company headquartered in Tbilisi.

ეთიკის კომისია

GNARE - ამერიკის რეალტორთა ასოციაციის (NAR)
ერთადერთი პარტნიორი საქართველოში.

 ეთიკის კომისია

ეთიკის კომისია დამოუკიდებელი ორგანოა და თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, ასოციაციის წესდებისა და პროფესიული ეთიკის ნორმების საფუძველზე. კომისია შედგება არანაკლებ ხუთი წევრისგან, რომლებსაც ასოციაციის საერთო კრება სამი წლის ვადით ირჩევს. არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც სხვა კანდიდატებთან შედარებით მეტ ხმას მიიღებენ. ეთიკის კომისია საკუთარი შემადგენლობიდან, ფარული კენჭისყრის წესით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ორი წლის ვადით ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს.

ეთიკის კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს არანაკლებ 30 წლის ასაკის, ჰქონდეს სულ მცირე ხუთწლიანი პროფესიული გამოცდილება, ხოლო კომისიის წევრი შესაძლოა იყოს აგრეთვე ასოცირებული წევრი, რომელიც გამოირჩევა მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაციით და არის თავისი სფეროს აღიარებული სპეციალისტი.

ეთიკის კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება საბროკერო საქმიანობის განმახორციელებელთა შორის არსებული შესაძლო გადაცდომების შესახებ შემოსული ინფორმაციის მიღება, შესწავლა და საფუძვლიანობის შეფასება იმ შემთხვევებში, როდესაც აღნიშნული ქმედებები შესაძლოა არღვევდეს ეთიკის კოდექსით დადგენილ სამუშაო პრაქტიკის ნორმებს. კომისია განიხილავს წარმოდგენილ გარემოებებს და მხოლოდ დარღვევის დადასტურების შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხზე.

ეთიკის კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ასოციაციის წევრთა საერთო კრება პრეზიდენტის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შეიძლება ინიცირებული იყოს ასოციაციის წევრების ან მმართველთა საბჭოს წევრების მიერ. წევრის ვადამდე გათავისუფლების საფუძველი შეიძლება იყოს წესდებითა და/ან შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა, ასოციაციის წევრის სტატუსის ნებისმიერი საფუძვლით დაკარგვა, ასოციაციის ან მისი ნებისმიერი წევრის, როგორც სრულუფლებიანის, ისე ასოცირებულის, რეპუტაციის შემლახველი ქმედების განხორციელება, აგრეთვე ასოციაციის შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებები.