ამერიკის უძრავი ქონების სტანდარტების ორგანიზაციის (RESO) ციფრული ტექნოლოგიების კონფერენცია
23 აპრილს, ხუთშაბათს, საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პარტნიორის, უძრავი ქონების ტექონოლოგიების კომპანია Realtyna-ს აღმასრულებელი დირექტორი, ალი ათარი, ამერიკის უძრავი ქონების სტანდარტების ორგანიზაციის (RESO) მიერ გამართულ ციფრული ტექნოლოგიების კონფერენციაზე სიტყვით წარსდგება.
კონფერენცია მოიცავს ორგანიზაციის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლების გამოსვლებს ციფრული ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების ინდუსტრიაში მათი დანერგვის შესახებ.
ალი ათარი კონფერენციაზე წარსდგება თემით – გლობალურ მასშტაბებზე გასვლა: უძრავი ქონების სტანდარტების საერთაშორისო გავრცელება. გამოსვლაზე ის ისაუბრებს, რამდენად მნიშვნელოვანია უძრავი ქონების სტანდარტები საერთაშორისო ბაზრისთვის, რომლის მაგალითადაც საქართველოს გამოიყენებს.