საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შეხვედრა დარგობრივ ბიზნეს ასოციაციებთან – შრომის პირობების ინსპექტირების შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული ეკონომიკის გახსნის პროცესის ფარგლებში და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი კომპანიების შემოწმება დაიწყო.
რამოდენიმე დღიანი მოსამზადებელი პროცედურაა, ამიტომ სასურველია რეგისტრაცია დროულად იქნას გავლილი, რომ , როდესაც ჩვენს ბიზნესს დართავენ აქტიური ეკონომიური საქმიანობის დაწყების ნებას, ჩვენ დავხვდეთ მომზადებული და თავიდან ავიცილოთ წესების დარღვევით გამოწვეული ჯარიმა.
ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით უნდა განხორციელდეს ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი პირების რეგისტრაცია (ბმული : http://orginspect.moh.gov.ge/#
მთავრობის დადგენილებით, შემოწმების პროცესის ორგანიზებას და კოორდინაციას განახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ჩართულობით.
იმისთვს რომ მოხდეს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ობიექტს ან მეწარმე სუბიექტს მიენიჭოს ეკონომკური საქმიანობის განხორციელების უფლება, უნდა აკმაყოფილებდეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებს. აღნიშნული პროცესი საშუალებას მოგვცემს, რომ მაქსიმალუირად მოხდეს ინფექციის გავრცელების პრევენცია და ეკონომიკის გახსნინს პროცესი იყოს მდგრადი.
(შესაბამისი ბრძანება და რეკომენდაციები იხილეთ ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/
პროცესი
- ეკონომიკური საქმიანობის აღდგენისთვის მსურველმა პირმა პირველ რიგში უნდა მოახდინოს განაცხადის შევსება, ჯანდაცვის სამინისტროს ვებ.გვერდზე - http://orginspect.moh.gov.ge/#/login
- სავალდებულოა ყველა ველის სრულყოფილი შევსება, რათა შესაძლებელი იყოს განაცხადის გაკეთება.
- მას შემდეგ რაც ორგანიზაციის მიერ მოხდება განაცხადის გაკეთება, ზემოაღნიშნული უწყებების მიერ მოხდება ობიექტის შემოწმება
- შემოწმების დროს სათანადო კითხვარის შევსება და ინსპექტირების აქტის შედგენა.
- შემოწმების შედეგების შესახებ განმცხადებელს ეცნობება არაუმეტეს 2 დღის ვადაში.
- სამუშაო პროცესის აღდგენა მოხდება საქართველოს მთავრობის გეგმა-გრაფიკის გათვალისწინებით და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე.
ზემოაღნიშნული პროცესი არის სამუშაო ადგილებზე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შემოწმების შესაძლებლობა ერთი ფანჯრის პრინციპით, როდესაც ერთი უწყების მიერ ხდება ყველა პროცესის წარმართვა, განცხადების მიღებიდან – შემოწმების შედეგების განმცხადებლისთვის გაცნობის ჩათვლით. შესაბამისად, ეს არის პროცესი, როდესაც ბიზნესს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, რომ მან ამ რთულ პერიოდში მოახერხოს მარტივად და ეფექტურად მოახერხოს ერთის მხრივ ინფექციის გავრცელების მძიმე შედეგების პრევენცია, ხოლო მეორეს მხრივ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შეხვედრა დარგობრივ ბიზნეს ასოციაციებთან
ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი და შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე საქართველოში მოქმედ დარგობრივ ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და სამუშაო ადგილებზე კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული რეკომენდაიცები განიხილეს.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო დარგობრივ ასოციაციებთან. მოვისმინეთ ის პრობლემები, რომელიც ბიზნეს აქვს დღეს და, რომელიც გამოწვეულია COVID 19-ით. ვიმსჯელეთ თუ, როგორ უნდა მოხდეს ჯანდაცვის სამინისტროს, სახელმწიფოს და ბიზნესის კოორდინაცია, რომ ბიზნესმა საქმიანობის განახლების შემდეგ შეძლოს დაიცვას ყველა ის სტანდარტი და რეგულაცია, რომელიც მნიშვნელოვანია ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასარიდებლად. ბიზნესს დღეს აქვს გამოწვევები და სახელმწიფოს და კერძო სექტორის მჭიდრო კოოპერაციით შესაძლებელია ამ გამოწვევების დაძლევა და ბიზნესის ყველა პრობლემაზე დროული პასუხი, პირველ რიგში რეკომენდაციებით და გაიდლაინების მიცემით, როგორ დაიცვან თავი. დარწმუნებული ვართ, რომ ეს იქნება იმის ფუძველი, რომ ბიზნესი დროულად გაიხსნას, დროულად ამოქმედდეს, კვლავ შეიქმნას სამუშაო ადგილები და დაუბრუნდეს ნიშნულს, რომელიც არსებობდა COVID 19-მდე“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის, მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის, საქართველოს საბანკო ასოციაციის, ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის, სათამაშო ბიზნესის ასოციაციის, საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის, მენაშენეთა ასოციაციის, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის, ბაზრობების ასოციაციის, რითეილის ასოციაციის, რესტორატორთა ასოციაციაციის, მცირე და საშუალო მაღაზიათა ასოციაციის და სალამაზის სალონების ფედერაციის წარმომადგენლები.
დამატებით კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიყვეთ ხშირად დასმული კითხვების ბმულს: https://www.moh.gov.ge/