“თუ არ იცი სად მიდიხარ, ვერსად ვერ მიხვალ!“ ჰენრი კისინჯერი

ბიზნესგეგმა - რა, რატომ და როგორ?

რა არის აუცილებელი ნებისმიერი ბიზნესისთვის, მაგრამ ძალიან ცოტას თუ აქვს? ეს არის ბიზნესსგეგმა.
ახალი წელი საუკეთესო დროა, იმისთვის, რომ დაგეგმოთ ახალი წამოწყებები, დაიწყოთ მუშაობა საკუთარ ბიზნესგეგმაზე და მის განხორციელებაზე.
Harvard Business Review (HBR) მიხედვით, რომელშიც 3,000 ბიზნესმენი მონაწილეობდა, დადგინდა, რომ განვითარების და წარმატების 75%-ით მეტი შესაძლებლობა აქვთ იმ კომპანიებს, რომელთაც საკუთარი ბიზნესგეგმა გააჩნიათ. რატომ?! ბიზნესგეგმა საუკეთესო საშუალებაა, რომელიც გეხმარებათ იმის გააზრებაში, თუ როგორაა აგებული და მოწყობილი თქვენი ბიზნესი. ხელს გიწყობთ მისდიოთ პროგრესს, აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავსა და გუნდზე, განახორციელოთ ახალი იდეები.
რა არის ბიზნესგეგმა უძრავი ქონების აგენტებისა და ბროკერებისთვის, რაში გვჭირდება და როგორ შევქმნათ იგი?

რა არის?

ბიზნესგეგმა წერილობითი დოკუმენტია, რომელიც თქვენს სამომავლო ბიზნესს ასახავს. მასში დაწვრილებითაა აღწერილი, რის გაკეთებას გეგმავთ, როგორ მოიყვანთ სისრულეში ჩანაფიქრს და რა ფინანსები დაგჭირდებათ ამისთვის.

რატომ გვჭირდება?

ბიზნესგეგმა თქვენი წარმატების გზამკვლევია, რომელიც გაძლევთ კონკრეტულ კურსს თუ როგორ განახორციელოთ და მოიყვანოთ სისრულეში თქვენი ბიზნეს იდეები.

როგორ შევქმნათ იგი?

დაუსახეთ თქვენს თავს მიზანი. გადაანაწილეთ პრიორიტეტები. შეიმუშავეთ სტრატეგია. გადაანაწილეთ ფინანსები. დაყავით დროის მონაკვეთებად. გადაამოწმეთ რეგულარულად.

10 საფეხური, რომელიც დაგეხმარებათ მომავალი წლის სტრატეგიის შემუშავებაში:

1. ვინ ხართ?

დაფიქრდით თქვენს ძლიერ და სუსტ მხარეებზე. რისი მიღწევა გსურთ, რა არის თქვენი მიზანი? სიმდიდრე? ცხოვრების წესი? პროფესიული განვითარება? დარწმუნდით, რომ ეს სწორედ ის არის, რაც შთაგაგონებთ. რამოდენიმე მაგალითი, რაზეც დაფიქრება შეიძლება.

2. რას საქმიანობ?

შეუქმენით საკუთარ თავს ნიშა. შეუძლებელია ყველა სფეროში   კომპეტენტური იყოთ. დაფიქრდით, რაში ერკვევით კარგად თქვენ და თქვენი გუნდის წევრები. თქვენი რესურსი უნდა აკმაყოფილებდეს, ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს.
მოიფიქრეთ ქალაქის რომელი უბანი, საკუთრების რომელი ტიპია თქვენთვის საინტერესო. რა უნდა გააკეთოთ, რომ პროფესიონალად ჩამოყალიბდეთ ამ სფეროში. თუ უძრავი ქონების გუნდის წევრი ხართ, თითოეული წევრის როლი ობიექტურად შეაფასეთ, რომ განსაზღვრული მოლოდინები გქონდეთ.  ჩამოაყალიბეთ, რომელ თანამშრომელს, რისი რესურსი აქვს.

3. როგორ მოგძებნოთ?

შეამოშმეთ ‘’გუგლ’’-ის ძიებაში საკუთარი სახელი და კომპანია, არდაგავიწდეთ ბეჭდური მასალები, განაახლეთ ან შექმენით ბროშურა თქვენი მომსახურეობისა და სპეციალობის შესახებ. რომელშიც ჩამოაყალიბებთ ვინ ხართ, რა მომსახურეობას სთავაზობთ და როგორ დაგიკავშირდნენ. განაახლეთ ფოტოები სავიზიტო ბარათსა და სხვა მასალებზე. დარწმუნდით, რომ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია მოქმედია.

4. მარკეტინგი

მას შემდეგ, რაც საკუთარ ნიშას შექმნით, შეგიძლიათ განაახლოთ  თქვენი მარკეტინგული გეგმა. აირჩიეთ თქვენთვის ხელსაყრელი პლატფორმა სოციალურ მედიაში და დაიწყეთ მასში მუშაობა. არ არის აუცილებელი, ყველა მედიასაშუალებაში იყოთ ჩართული (Facebook, Instagram) და აშ… მაგრამ, თქვენს მიერ შერჩეულ სოციალურ ქსელში იყავით აქტიური, რეგულარულად დადეთ პოსტები, მიაწოდეთ საზოგადოებას ხარისხიანი ინფორმაცია. ამით მეტი შესაძლებლობა გეძლევათ, მოიზიდოთ პოტენციური კლიენტები და დაიმკვიდროთ პროფესინალის რეპუტაცია. შეადგინეთ სოციალურ მედიაში აქტივობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელებაც რეალურად მიგაჩნიათ. დაგეგმეთ იგი საქმიანობად და განათავსეთ შეხსენების კალენდარში.

5. არ ჩამორჩეთ კონკურენტებს

ვიყოთ რეალისტები. არსებობენ ადამიანები, რომლებიც იგივე საქმით არიან დაკავებულები, რითიც თქვენ. მათ ეს უკეთ გამოსდით?კარგია, ბევრი რამ იცოდეთ თქვენს კონკურენტებზე. გადაამოწმეთ ისინი ინტერნეტსა და სოციალურ მედიაში, რეგულარულად ადევნეთ თვალი სტატისტიკურ მონაცემებს, დააკვირდით თქვენს პროგრესს.  რისი სწავლა შეგიძლიათ მათგან და რას აკეთებთ უკეთ. იურთიერთობეთ და ითანამშრომლეთ კონკურენტებთან, ეს ორივე მხარეს დაგეხმარებათ ბაზრის გაუმჯობესებაში. ყურადღება მიაქციეთ თქვენს მარკეტინგულ გათვლებს.

6. გაუფრთხილდით საკუთარ კონტაქტებს

ფაქტია, რომ ახალი შესაძლებლობები ძველი კლიენტებისგან მოდის. შექმენით ბაზა, სადაც შეინახავთ წარსული, მიმდინარე და პოტენციური კლიენტების მონაცემებს. გამოიყენეთ ისეთი საშუალებები, როგორიცაა: Google და Outlook-ის კონტაქტები, ბიზნესბარათები ან ნებისმიერი თქვენს მიერ წარმოებული სისტემა. კონტაქტებს  შეეხმიანეთ რეგულარულად. იქნება ეს კვირაში, თვეში, თუ წელიწადში ერთხელ – თქვენი გადაწვეტილებაა. გამოყავით ამ ურთიერთობისთვის დრო. ჩაინიშნეთ თქვენი შეხსენების კალენდარში. ან ისარგებლეთ CRM”-ით, კონტაქტებს ურთიერთობის მართვის ერთ-ერთ ფორმით.

7. განათლება და თანამშრომლობა (კოლაბორაცია)

დაესწარით საგანმანათლებლო კურსებს, პროფესიული პრაქტიკის, შესახებ ტექნოლოგიური ხელსაწყოების, ეთიკისა და პროფესიონალური მეთოდების შესახებ. გამოყავით დრო და ფინანსები, ცოდნაში დაბანდებისთვის. გახდით ადგილობრივი ასოციაციის მოხალისე, გაუზიარეთ სხვებს თქვენი ცოდნა-გამოცდილება. ხელი შეუწყვეთ უკეთესი ბიზნესგარემოს შექმნას, უძრავი ქონების სფეროში.

 

8. ჩაატარეთ კვლევა

ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები,- ეს არის ბიზნეს გეგმის საერთო მაჩვენებლები, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უძრავი ქონების სფეროში. ყოველ კვარტალში შეაფასეთ ეს კატეგორიები, იმის მიხედვით, თუ რა შეიტყვეთ საკუთარი თავისა და ბიზნესის შესახებ. გააერთიანეთ დაგროვილი ცოდნა იმასთან, თუ რა იცით საკუთარ შესაძლებლობებზე და იმაზე, თუ როგორ მუშაობთ. მაგალითად:

ა) თუ თქვენი ძლიერი მხარეა ანალიზირება (სიძლიერე); 
ბ) არ გამოგდით ტელეფონით კომუნიკაცია (სისუსტე); 
გ) შესაძლოა, მხოლოდ თქვნი უძრავი ქონების კომპანია ფოკუსირდება რომელიმე კონკრეტულ უბანზე (შესაძლებლობა). 
დ) მშენებარე ობიექტი თქვენი გაყიდვის სამიზნეა, იქ კი მშენებლობის ტემპი შენელდა (საფრთხე).

ასეთი ანალიზი საუკეთესო იარაღია მაშინაც კი, როდესაც თქვენი უძრავი ქონების ბიზნესგეგმა უკვე ჩამოყალიბებულია.

9. ფული

დარწმუნდით, რომ ინფორმირებული ხართ ფინანსური მდგომარეობის შესახებ და უდგებით მკაცრი დისციპლინით. განაცალკევეთ ერთმანეთისგან კომპანიის და პირადი ხარჯები. ჩვევად გაიხადეთ, რომ მოგების 20-30% დააბანდოთ ბიზნესში. ამ ხეხრით თქვენ მზად იქნებით სამომავლო მარკეტინგული პროექტისთვის, ან ახალი თანამშრომლის დასაქმებისთვის. შეაფასეთ საინვესტიციო უკუგება. გაანალიზეთ, რომელ ბიზნეს-აქტივობებს მოაქვს მეტი შედეგი და მოახდინეთ მათში ინვესტირება. მაგალითად, მიზნობრივი ინტერნეტ-რეკლამა, პროფესიული ფოტო-ვიდეო მასალა, ღია კარის დღეები და ა.შ

10. აკონტროლეთ თქვენი ბიზნესგეგმა

თქვენი უძრავი ქონების ბიზნესგეგმა არის ცოცხალი დოკუმენტი და არა, ქვაზე ამოკვეთილი წარწერა. კვარტალში ერთხელ გადახედეთ თქვენს ბიზნესგეგმას, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენს მიერ შემუშავებული სტრატეგიული ხერხები ამართლებს და თუ არ გაამართლა თქვენი იმედები, ეცადეთ, მოიფიქროთ სხვა ხერხები და კვლავ შეაფასოთ არსებული შედეგები.

გისურვებთ წარმატებულ წელს!