7 შეცდომა, რომელიც არ უნდა დაუშვათ საძინებლის ინტერიერის მოწყობისას!
1. მოერიდეთ მკვეთრ ფერებს.
შეეცადეთ აირჩიოთ მშვიდი ტონები, რადგან საძინებელი დასვენების და განტვირთვის ადგილია. უპირატესობა ღია და მსუბუქ ფერებს მიანიჭეთ.
2. თქვენი ფარდაგი ძალიან პატარაა, ან საერთოდ არ გაქვთ.
თუ ოთახში კედლის ფარდაგი გაქვთ, ეს თქვენ არ გეხებათ, მაგრამ თუ თქვენ ხის იატაკი გაქვთ, ხალიჩა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენი სივრცის გათბობაში, ნუ აირჩევთ ძალიან პატარა ზომის ფარდაგს და ნუ მოათავსებთ შეუფერებელ ადგილზე. თხის ბეწვის ფარდაგი ძალიან კომფორტულია. უმჯობესია დააგოთ ლოგინის გვერდით, ვიდრე მის ქვემოთ.
3. ძალიან დიდი ზომის საწოლი.
რაც არ უნდა მომხიბვლელი იყოს დიდი ლოგინი, ნუ მოინდომებთ მის განთავსებას თქვენს საძინებელში, თუ არ გაქვთ შესაბამისი სივრცე. საწოლის დიდი ზურგი, თქვენს საძინებელს უფრო პატარად წარმოაჩენს და სხვა ნივთებისთვის ნაკლებ ადგილს დაგიტოვებთ.
4. ნათელი ოთახი.
როცა ფანჯრის წინ დგამთ რაიმეს, ამით ზარალდება თქვენი სინათლის ბუნებრივი წყარო. აირჩიეთ დაბალზურგიანი საწოლი, რითიც სინათლის შეფერხებას შეუშლით ხელს.
5. ერთფეროვანი ავეჯი.
კარგი დიზანიერი აუცილებლად გირჩევთ, რომ არ შეიძინოთ ერთი ტიპისა და ფერის ავეჯი. (საწოლი, მის გვერდით ტუმბო, კარადა). ასეთი ავეჯი მოკლებულია ორიგინალურობას. თუ თქვენ ასეთი ავეჯით გაქვთ გაწყობილი საძინებელი, დაიწყეთ მისი დაშლა. შეიძინეთ ახალი ტუმბო, დადგით ლოგინის გვერდით. ხოლო ძველი ტუმბო, სხვა ოთახში მოათავსეთ. საუკეთესო ინტერიერი იქმნება სხვადასხვა ტიპისა და ფერის ავეჯით.
6. საწოლი-იატაკზე.
თუ თქვენი ლოგინი იატაკზე დევს, დროა მას მდებარეობა შეუცვალოთ. მაღალი ლოგონი გარდა იმისა, რომ უფრო მდიდრულად გამოიყურება. ასევე, შეგიძლიათ შეურჩიოთ ისეთი ზურგი, რომელშიც მოწყობილი იქნება სათავსოები და სხვა ნივთების შენახვასაც შეძლებთ.
7. უწესრიგობა-ყველგან.
თქვენს საძინებელში უნდა იგრძნობიდეს თქვენი აურა, მაგრამ ამისთვის ზედმეტი ნივთები ნამდვილად არ არის საჭირო. მოაწყვეთ მინიმალისტურად. შეეცადეთ ყველაფერს თავის ადგილი მიუჩინოთ. არ არის საჭირო ბევრი ბალიშებისა და სარკეების გამოყენება.
ავტორი: დანიელ ბლანდელი. მწერალი და რედაქტირი ნიუ-იორკიდან, რომელიც თანამედროვე ინტერიერის შექმნითაა გატაცებული.