შშშ... როცა სახლი ძალიან ხმაურიანია
სახლიდან მუშაობის შესაძლებლობა პანდემიისას ბევრისთვის შვება იყო, ბევრმა კი, დააფიქსირა, რომ მათ სალხს აკლდა მუშაობისთვის საჭირო ელემენტი-სიჩუმე.
ზოგიერთმა თავი მანქანას და საგარდერობოსაც კი შეაფარა, იმისთვის რომ საუბრის მოყვარულ ოჯახის წევრებს და გარედან შემოსულ ხმაურს გარიდებოდა.
აკუსტიკის კონსულტანტები კარგად ფლობენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც სახლში სიჩუმეს და სიმშვიდეს მოგიტანთ.
უძრავი ქონების აგენეტებს მათი დახმარებით შეუძლიათ შემოსავლის, გაქირავება-გაყიდვების გაზრდა, განსაკუთრებით გადატვირთულ ქუჩებზე.
პანდემიამ აიძულა ხალხი სხვა თვალით შეეხედათ საკუთარი სახლის აკუსტიკისთვის.
პანდემიის დაწყებისთანავე მოიმატა უძრავი ქონების სფეროს პროფესიონალების და სახლის მეპატრონეების ზარებმა “Schnitta”-ში.
ეს არის კომპანია, რომელიც ობიექტის ნახვისას ზუსტ გათვლას აკეთებს თუ როგორი აკუსტიკა ექნება სივრცეში ხმას.
ისინი გთავაზობენ სხვადასხვა გადაწყვეტილებებს:რა ადგილებში იქნება საჭირო ხმაურის დამხშობი მასალების გამოყენება.
ასეთი პრობლემების მოგვარებისას ხშირად ორ კვირაში გაუყიდიათ უძრავი ქონების აგენტებს სახლები.
ხმაურმა შესაძლოა იმოქმედოს გაყიდვებზე.
2017წელს “realtor.com®”-ის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ აეროპორტიდან 2ი მილით დაშორებული სახლები 13,2%-ით ნაკლებ ფასად იყიდება, ვიდრე ანალოგიური სახლები სხვა ლოკაციაზე.
“The Luxury Mozaic at Union Station Apartment”-მა ლოს-ანჯელესში, ქუჩის ხმაურის პრობლემა გადაჭრა აკუსტიკურ კომპანიასთან გარიგების დადებით.
გთავაზობთ რამოდენიმე რეკომენდაციას აკუსტიკის კონსულტანტებისგან:
- მყარი ზედაპირები
ისინი ხმაურის გავრცელების ყველაზე კარგი საშუალებაა. გამოიყენეთ უფრო რბილი მასალები:ხალიჩები, ქსოვილიანი ზედაპირის ავეჯი.
- შეამცირეთ ექო ღია სივრცეში
გაუთვალისწინეთ, რომ ღია სივრცეებში ხმაური ყოველი მხრიდან ვრცელდება.კომპანიები გვთავაზობენ ქსოვილით დაფარულ პანელებს, რომლებიც შეგიძლიათ ხმაურის დამხშობად გამოიყენოთ.
არსებობს ისეთი მასალები, რომლებიც ნახატების უკან მაგრდება, ასე რომ თავისუფლად შეგიძლიათ ხელოვნების ნიმუშების-ხმის დამხშობებად გამოყენება.
- სახლში დაამატეთ ხმის ჩამხშობი ფარდები
რომაული შტორები, რომლებიც მძიმე და სქელი ქსოვილისგანაა შექმნილი, დაგეხმარებათ ხმაურის შემცირებაში.
- მეტი სიმწვანე
ოთახის მცენარეები არა მხოლოდ ჰაერის ხარისხს აუმჯობესებს სახლში, არამედ ხმაურსაც ამცირებს. როცა ოთახში დიდფოთლებიანი მცენარე გიდგათ, ხმაური კედლიდან გადადის მის ფოთლებზე და არა იატაკზე.
ხშირად როცა დათვალიერებისას პოტენციურ მყიდველს ესმის ექო, ეს შესაძლოა გახდეს უარის მიზეზი.
შეგიძლიათ კუთხეში დადოთ მცენარე,მათ შორის ხელოვნურიც. დაამატეთ წიგნის თაროები.
ამ ყველაფრით საგრძნობლად შეამცირებთ ხმაურს.