როგორ დავიცვათ დისტანციური ბიზნესი ჰაკერებისგან
ადამიანთა დიდი ნაწილი დღეს დისტანციურ რეჟიმში მუშაობს. დიდი ალბათობაა იმისა, რომ მათი ტექნიკური ხელსაწყოები დავირუსდეს.
ეს ვირუსები მათ ჯანმრთელობას არ ვნებს, მაგრამ საშიშროებას წარმოადგენს ბიზნესისთვის.
ადამიანები, რომლებიც არ სარგებლობენ აითი-სპეციალისტების დახმარებით, ჰაკერებისთვის უფრო ხელმისაწვდომნი არიან.
საკუთარი ბიზნესის დასაცავად გაითვალისწინეთ ტექნოლოგიების ქოუჩის ბერტონ კესლოს რჩევები.
- უზრუნველყავით ძლიერი ინტერნეტი და Wi-Fi კავშირი
გადაამოწმეთ ინტერნეტის სისწრაფე “speedtest”-ის საშუალებით. თუ ჩამოტვირთვის სიჩქარე 30მბ/წმ-ზე დაბალია, ამან შესაძლოა გამოიწვიოს ოფისის კერძო ქსელზე წვდომის პრობლემები, ასევე ხარვეზები ვიდეო კონფერენციისას.
სახლში, რომ Wi-Fi-ის სიჩქარე გაზარდოთ შეგიძლიათ გამოიყენოთ:”Google” -ის Wi-Fi, რომელსაც შეუძლია უფრო მძლავრი სიგნალით მოიცვას ზონა ან გადაადაპტიროს სისტემა TP-link-ზე.
დისტანციურად მუშაობისას გამოიყენეთ მობილური ტელეფონი, თუ ტარიფი ამის საშუალებას გაძლევთ.
როცა სისტემაში შესვლისთვის იყენებთ უფასო, საზოგადო და არაუსაფრთხო Wi-Fi-ის, ჩართეთ VPN-ის მომსახურეობა, რათა თქვენი მონაცემები დაცული იყოს.
- დააკოპირეთ მონაცემები და შეინახეთ რეზერვში
გამოიყენეთ “Cloud”-ზე დაფუძნებული პროდუქცია თქვენი ბიზნესის დასაცავად და მონაცემების შესანარჩუნებლად.
“Apple”-ის პროდუქციაზე შეგიძლიათ გამოიყენოთ “Icloud”.
“Google Drive” გთავაზობთ სერვისებს სხვა ბრენდის მოწყობილობებოსთვის.
- ფრთხილად იყავით “ფიშერების” შემოტევებთან
კიბერუსაფრთხოებაზე განხორციელებული შეტევის უმეტესობა მომხმარებლისგან უკუკავშირს მოითხოვს ანუ თქვენ უნდა გადახვიდეთ “ფიშერების” მიერ გამოგზავნილ ბმულზე.
როდესაც დისტანციურად მუშაობთ რთულია აითი-განყოფილების იმედი გქონდეთ.
თაღლითური შეტევისას მავნებელი URL-მისამართები უწყინარი ტექსტითაა შენიღბული. ეს შეტევის ყველაზე გავრცელებული ფორმაა.
- გამოიყენეთ საიმედო პაროლი
გაითვალისჭინეთ და შეეცადეთ გამოიყენოთ პაროლში-კოდური ფრაზები. ეს ისეთი სიტყვებია, რომლებიც ერთად არ გამოიყენება და კონტექტსი არ გააჩნია. თქვენ ამ სოტყვებს აერთებთ, რთული პაროლის შესადგენად.
დაამატეთ რიცხვები და სიმბოლოები, რომ კიდევ უფრო გაართულოთ კოდური სიტყვა.
ნუ გამოიყენებთ მარტივ პაროლს, რომელიც თქვენს პირად ცხოვრებას ეხება მაგ:დაბადების წელს.
ნუ გექნებათ ყველგან ერთი და იგივე კოდური სიტყვა.
თუ უსაფრხოებაში ეჭვი გეპარებათ, დაუყონებლივ შეცვალეთ პაროლი.
გადაამოწმეთ თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოება. გარკვეული გაგებით თქვენ საზოგადო მოღვაწე ხართ. თქვენი სახელი… თქვენი ბრენდია. ეს კი, კიბერდამნაშავეებს უძლიერებს თქვენს მიმართ ინტერესს.
გადადით “haveibeenpwned.com”-ზე, რომელიც იძიებს ვებ.საიტის გატეხვის შემთხვევებს. დროთა განმავლობაში გადაამოწმეთ თქვენი ონლაინ ანგარიშის უსაფრთოხება.