სამი ოქროს წესი უძრავი ქონების სფეროში ბიზნესის დასაწყებად
სახლის მეპატრონეთა უმრავლესობა ეძებს გზებს, რომლითაც საკუთარ თავს სრულ კომფორტს შეუქმნის.
გაეცანით რჩევებს, რომელთა გამოყენებითაც თქვენს აბაზანას სასტუმროსა და კურორტის ეფექტს მიანიჭებთ.
ახლა როცა მოსახლეობის უმეტესობა დიდ დროს სახლში ატარებს, ისინი არა მხოლოდ სამზარეულოში, ოფისში და ღია სივრცეში ეძებენ კომფორტს, ასევე ანახლებენ სააბაზანოებს, რათა შექმნან განმარტოვების და სპას განცდა.
სასტუმროებისა და კურორტებისაგან შთაგონებული მეპატრონეები არჩევანს აკეთებენ: დიდ საშხაპეზე, იატაკქვეშა გათბობაზე, სათავსოებზეც, ინდივიდუალურად გაკეთებულ საპირფარეშოზე, ფერთა პალიტრაზე, ისეთ მასალებზე, რომლებიც განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს და აშ…
- დიდი სააბაზანო სივრცე
სახლის მშენებლობისას ერთერთი რასაც ითვალისწინებენ დიდი აბაზანაა. სადაც იქნება სივრცე კარადისთვის, ორი ნიჟარისთვის, ინდივიდუალური აბაზანისათვის.
- ტევადი და ფართე შხაპის კაბინა
მიუხედავად იმისა, რომ დიდი და კარგად აღჭურვილი აბაზანა მეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ახლა შესაძლებელია შხაპს რამოდენიმე ვარიანტი ჰქონდეს, ზოგიერთი კომპანია არომათერაპიასაც კი გთავაზობთ სხვადასხვა არომატოთ.
ადამიანთა მოთხოვნები გაიზარდა და აღარ არის საკმარისი მხოლოდ ისეთი საშხაპე, საიდანაც 14 წერტილიდან ავტოსამრეცხაოსავით ისხმევა და იხარჯება ბევრი წყალი, ყველა მხრიდან.
- ტუბები სკულპტურული დიზაინით
ცნობები იმის შესახებ, რომ აბაზანები აღარ არის ტრენდული, გადაჭარბებული აღმოჩნდა. ვისაც ააქვს საკმარისი ფართობი ურჩევნია ჰქონდეს თანამედროვე, სკულპტურული ელემენტების მქონე ცალკე აბაზანა. ასეთი აბაზანები ხელოვნების ნიმუშს მიეკუთვნება.
- განცალკევებულო მაგიდა და სათავსოები
აუცილებელია აბაზანაში სათავსო, რომელშიც შეინახავთ: თმის საშრობს, ნივთებს, ელექტროჯაგრისებს და აშ…
ასევე მოთხოვნადია სააბაზანოში ორი ნიჟარის ქონა.
აღარ არის ტრენდული სარკის თავზე ცალკე განათების დამონტაჟება, ახლა განათებას სარკის გარშემო ან მის ერთ მხარეს აკეთებენ.
აბაზანისთვის საჭირო ქიმიური საშუალებების გამო კი კვარცი უფრო ეფექტურია, ვიდრე გრანიტი.
- მეტი განათება
რაც მეტი განათებაა, მით უკეთესი. განსაკუთრებით მაშინ, როცა აბაზანაში ერთი სინათლის წყაროა.
ზოგიერთ აბაზანას დიდი ფანჯარა აქვს, საიდანაც გარდა იმისა, რომ
სინათლე შემოდის ასევე ლამაზი ხედი გეშლებათ თვალწინ.
- დიდი ფილები, გაბედული აქცენტები
ყველაზე პოპულარული პალიტრა, რათქმაუნდა სპასთან ასოცირდება. კარგ ტონს ქმნის: ნაცრისფერის კომბინაცია სხვადასხვა ფერებთან. შეგიძლიათ გამოიყენოთ ღია ფერები მაგ: ცოსფერი, ზურმუხტისფერი მწვანე.
ყველაზე დიდი ცვლილება შავი ფერის გამოყენებაა ტექნიკაში, განათებაში, სანტექნიკაში და საშხაპე კაბინებში.
შავი ფერი განსაკუთრებით უხდება სხვადასხვა მეტალებს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამ ფერის აქტუალუტობა არ იქნება ხანგრძლივი.
- ბუნებასთან შეხება
ცნობილი ფაქტია, რომ ბუნება ადამიანს ჯანმრთელობისა და სიმშვიდის განცდას ანიჭებს. კარგი იქნება თუ აბაზანაში ერთ ან ორ მცენარეს შეიტანთ, გამოიყენებთ ბოტანიკური პრინტით მასალას, რომელიც კარგად იტანს წყალსა და ტენიანობას.
- დინამიკები და სხვა smart მოწყობილობები
ტენდენცია ტელევიზორი სააბაზანოში ჩაცხრა, ახლა აქტუალურია სმარტ დინამიკები, მუსიკისა და პოდკასტების დასაკრავად.
სენსორული ონკანები, რომლებიც კომერციულ ფართებში უფრო გვხვდება, სახლის პირობებშიც აქტუალური გახდა.
- ბიდე და ჭკვიანი საპირფარეშოები
ტრენდია უნიტაზის დაყენება კედელზე და არა იატაკზე. კედელში დამონტაჟებული მოწყობილობა მეტ თავისუფალ ადგილს ტოვებს და ასევე ამარტივებს დალაგებას.
ზოგიერთმა კომპანიამ შეიმუშავა ბიდეს ისეთი მოდელები, რომელთა დამონტაჟებაც შესაძლებელია არსებულ უნიტაზზე. დაუმატეს: გაშრობის, წყლის გათბობის, განიავების, დეოდორების ფუნქცია, გამოყენების შემდეგ დასუფთავების ფუნქცია. რაც მნიშვნელოვანია ავტომატური გახსნა-დახურვა, რაც წყლის ეკონომიას უწყობს ხელს.