რა სჭირდებათ კლიენტებს 2021 წელს? რვა უნარ-ჩვევა, რომელიც ყველა აგენტმა უნდა გაითავისოს
დღევანდელ ქაოსურ ბაზარზე უძრავი ქონების აგენტმა უნდა აკონტროლოს გარიგების ყველა ასპექტი.
აი რას უნდა ელოდნონ მყიდველები და გამყიდველები აგენტისგან.
პოტენციური გამყიდველები ვერ წყვეტენ უძრავი ქონების გაყიდვას, იმის გამო, რომ არ იციან სად შეიძლება წავიდნენ შემდეგ.
- ფოკუსირება
უძრავი ქონების გაყიდვა დღევანდელ ბაზარზე, გავს უამინდობისას ფრენას. პილოტი უნდა კონცენტრირდეს და ყურადღებით ადევნოს თვალყური ამინდის პირობებს, რადგან შეიძლება ყველაფერი სწრაფად შეიცვალოს.
მიმდინარე გარემოში აგენტებს შეუძლიათ ავტოპილოტზე იმუშაონ.
ბაზარი იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ მხოლოდ დღეში ერთხელ ლისთინგის გადამოწმება, აღარ არის საკმარისი.
კლიენტები ელიან, რომ მათი აგენტი ითვალისწინებს ბაზარზე არსებულ ყველა ასპექტს. არა მხოლოდ ახალი ბაზის შექმნისას, ასევე ობიექტის დეტალური შესწავლა, ფასების დაწევა, ახლახანს დასრულებული გაყიდვები, რომლებიც მომავალში გავლენას მოახდენენ არსებულ ფასზე.
მყიდველებს ესაჭიროებათ, რომ მათი აგენტი ათვალიერებდეს მშენებლობის ახალ ვარიანტებს, ისინი ყველა სიახლის კურსში უნდა იყვნენ.
ერთი სიტყვით:კლიენტი ელის, რომ აგენტი იქნება ინფორმაციის ღრუბელი, რომელიც 24/7/365-ზე შთანთქავს ინფორმაციას და ცოდნას იყენებს კლიენტთა ინტერესების სასარგებლოდ, იმისდა მიუხედავად ყიდულობენ თუ ყიდიან.
- ბაზრის ღრმა ცოდნა
მხოლოდ MLS-ზე დამოკიდებულება არ არის საკმარისი. კლიენტი ელის, რომ მისი აგენტი იქნება ჩართული და შეძლებს თავის კავშირების გამოყენებას უძრავი ქონების ობიექტის ძიებისას, რომელიც არ არის გასაყიდად ხელმისაწვდომი საჯაროდ რეკლამირებულ ბაზარზე.
აგენტმა უნდა იცოდეს რომელ სხვა კოლეგებთან შეიძლება თანამშრომლობა. მათ უნდა იცოდნენ არასტანდარტულად ფიქრი, რათა გახსნან ყველა პოტენციური შესაძლებლობა.
დღეს აგენტებს ტელეფონში უნდა ჰქონდეთ რეესტრი, რომელიც დაეხმარება მათ კლიენტებს დააკავშირონ ადამიანები და რესურსები, მათ წინაშე არსებული პრობლემების გადასაწყვეტად.
კლიენტი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მის აგენტს მჭიდრო კავშირი აქვს სხვა უძრავი ქონების აგენტებთან, შემფასებლებთან, იპოთეკურ კრედიტორებთან, დიზაინერებთან, იურისტებთან, ყველასთან ვისაც კავშირი აქვს უძრავ ქონებასთან.
- არარეალური სიჩქარე და ტექნიკური მოხერხებულობა
2021 წელს აგენტებს უნდა ჰქონდეთ ინსტრუმენტები, ტექნოლოგიები და პლატფორმები სწრაფი ტრანზაქციის შესრულებისთვის.
მათ მუდმივად საქმის კურსში უნდა ჰყავდეთ კლიენტები თუ რა კეთდება და როგორ.
აგენტმა უნდა შეძლოს სწრფაი რეაგირება კლიენტის მოთხოვნაზე, იმიტომ, რომ დღეს არც ბაზარი და არც კლიენტი არ იცდის.
მათ უნდა შეძლონ კლიენტის კითხვებზე პასუხის გაცემა, ავტომოპასუხეები აღარ გამოგადგებათ.
- მაღალი დონის ორგანიზება
დღეს კლიენტი ელის, რომ მისი აგენტი იქნება კარგად ორგანიზებული. ეს ნიშნავს, რომ მას სწრაფად შეუძლია საჭირო ინფორმაციის მოპოვება. ისინი უნდა მართავდნენ ინფორმაციის დიდ ბაზას, ან საიმედო გუნდი ჰყავდეთ ამისთვის.
თანამედროვე მყიდველებს და გამყიდველებს არ სურთ ისეთ არაორგანიზებულ აგენტთან მუშაობა, რომელიც რამოდენიმეჯერ კითხულობს ერთი და იმავეს, ან არ შეუძლია გაიხსენოს სად ჰქონდა გასაგზავნი მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
- მოლაპარეკბის წარმოების გამოცდილება და პრობლემების გადაჭრა
ადამიანები თანამშრომლობენ უძრავი ქონების აგენტებთან ერთი ან რამოდენიმე პრობლემის გადასაწყვეტად.
უძრავი ქონების გარიგება ყოველთვის რამოდენიმე პრობლემის მოგვარებასთან არის დაკავშირებული.
მოლაპარაკებები გულისხმობს გზის პოვნას, რომლითაც შეუძლებელი გახდება შესაძლებელი.
კლიენტი ელის, რომ მის აგენტს შეუძლია განჭვრიტოს მომავალში არსებული პოტენციური პრობლემები და გააფრთიხლოს ისინი მოსალოდნელი რისკების შესახებ, ასევე ეცოდინებათ ამ პრობლემების მოგვარების გზები.
- პატიოსნება
კლიენტი ელის აგენტისგან პატიოსნებას და გამჭირვალობას ყველაფერში. მათ ესაჭიროებათ რეალური სურათი, როგორც მყიდველისთვის, ასევე გამყიდველისთვის. იმისთვის, რომ არ ჰქონდეთ გადაჭარბებული მოლოდინები და ორიენტირდნენ ბაზარზე.
კლიენტი ელის აგენტისგან, რომ ძიების პროცესში ის იქნება ინფორმირებული ბაზარზე არსებული მონაცემების შესახებ.
- ემოციური ინტელექტი
თანამედროვე აგენტს უნდა ჰქონდეს მაღალი ემოციური ინტელექტი. ამ კონცეფციაში არაფერია ახალი. მას გადამწყვეტი როლი ენიჭება რთულ და სწრაფად ცვალებად საბაზრო პირობებში.
აგენტმა უნდა შეძლოს სიმშვიდის შენარჩუნება ქაოსურ და სტრესულ სიტუაციებში.
კლიენტი უყურებს აგენტს, როგორც გაურკვეველ სიტუაციებში-მმართველ ძალას. მათ არ სეირდებათ აგენტი, რომელიც უგრძნობი რობოტივით მოქმედებს.
- ლიდერობა
ლიდერობა ის თვისებაა, რომელსაც სხვა უნარებთან ერთად ელიან აგენტისგან. მომხმარებელს ისეთ აგენტთთან ურჩევნია მუშაობა, რომელიც თავის საქმეში ლიდერია.
აგენტები უნდა იყვნენ თავის საქმის პროფესიონალები. მათი ყოველდღიური საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს: თავდაჯერებულობას, ენთუზიაზმს და ცოდნას.
კლიენტს სურს აგენტმა ჩააყენოს საქმის კურსში, მიაწოდოს ინფორმაცია და ასწავლოს მათ ხერხები, რომელსაც ისინი ვერ ნახავენ ინტერნეტში, ვერ გაიგებენ მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან.
მათ უნიკალური პერსპექტივები სჭირდებათ, როცა საქმე ყიდვა-გაყიდვას ეხება.