15-16 სექტემბერს, კომპანია Global Promotion Group-ის ორგანიზებით და თბილისის მერიის ხელშეწყობით, სასტუმრო მერიოტში უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. საქართველოს რეალტორთა ეროვნული ასოციაცია ამ ექსპოზიციის ოფიციალური პარტნიორია.
გამოფენის და კონფერენციის მიზანი გახლდათ ქვეყნის მდგრადი განვითარების საკითხებზე მსჯელობა, ფართო საზოგადოებისათვის სხვადასხვა ქალაქებისა, თუ გეორგაფიული ადგილების მზარდი ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენა და ახალი ინვესტიციების მოზიდვა.