Metaverse-ში უძრავი ქონების აგენტის როლი შესაძლოა სულ სხვა იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაფერი განხილვის და შემუშავების სტადიაზეა. დროთა განმავლობაში ამაში უკეთ გავერკვევით.
სანამ იმაზე ვიმსჯელებთ საჭირო იქნებიან თუ არა უძრავი ქონების აგენტები ვირტუალურ სამყაროში, ერთი რამ ფაქტია: ჩვენ რეალურ სახლებში ვცხოვრობთ, ხოლო უძრავი ქონების მყიდველს და გამყიდველს ყოველთვის დაჭირდება ბროკერი.
პროფესიონალური უძრავი ქონების სფერო გახსნილი უნდა იყოს ახალი ტექნოლოგიებისთვის და არ ჩამორჩეს ტენდენციებს.
ტექნოლოგიები ვითარდება და უძრავი ქონების ინდუსტრია სწრაფად იცვლება. აუწყვეთ ფეხი დროის სვლას და შეიცვალეთ მასთან ერთად. ეს ყველაზე მარტივი ხერხია, რომელიც თქვენს ონლაინ ჩართულუბოას სოლიდურობას შესძენს და თქვენ შეძლებთ უპირატესობის შენარჩუნებას კონკურენტულ ბაზარზე.
სტატიაში გამოყენებულია კომპანია “realtyna”-ს მიერ მომზადებული მასალა.