ვაჟა მებაღიშვილი

ვაჟა მებაღიშვილი არის ‘საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის’ ორი მოწვევის მმართველი საბჭოს წევრი (2017 წლიდან).

მისი ხედვა და ძირითადი ფასეულობა უძრავი ქონების კომპანიის‘’ნოუბლ რიალ ისთეითი’’ დაარსებიდან დღემდე წარმოადგენს კონცეფციას: ხარისხიანი და პროფესიონალური მიდგომა საქმისადმი, კონფედენციალობა, ნდობა და გრძელვადიანი თანამშრომლობა. სწორედ ამან განაპირობა ‘’ნოუბლ რიალ ისთეითი’’-ის ცნობადობა და მაღალი რეპუტაცია საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე. დაუღალავი შრომით, პროფესიონალურ პრინციპებზე დაყრდნობით შეიქმნა ადგილობრივი ბრენდი საერთაშორისო სტანდარტებით.

ვაჟა მებაღიშვილი გამოცდილების და შესაბამისი კომპეტენციის დამსახურებით ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაციების კომიტეტებში და აქტიურად მონაწილეობს უძრავი ქონების სექტორის განვითარებაში. იგი არის წარმატებული სოციალური პროექტების და გადაცემების ავტორი.

მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი, სერტიფიცირებული ბროკერის, რეალტორის® და უძრავი ქონების სპეციალისტის საერთაშორისო სტატუსი.

მიღებული აქვს ჯილდოები:

უძრავი ქონების ასოციაციის განვითარებაში შეტნილი წვილისთვის 2017 წ.
‘‘წლის საუკეთესო ბროკერი’’ 2018 წ