როგორ გავაუმჯობესოთ სახლში სამუშაო პროცესი

პროფესიონალთა უმრავლესობა სამუშაოს სახლში ღამით ასრულებს.
ახლა როდესაც პანდემიის გამო, ჩვენმა სამუშაო ოფისებმა სახლში გადმოინაცვლა, თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება რამოდენიმე რჩევა , თუ როგორ გააუმჯობესოთ სამუშაოს შესრულების ხარისხი და გახადოთ სასარგებლო.

1. შეარჩიეთ სწორი სავარძელი

თუ სახლის პირობებში გიწევთ მუშაობა, ის რაც აუცილებლად გჭირდებათ სწორედ შერჩეული სკამია.
მაგიდასთან ჯანმრთელ პოზაში ჯდომა იმის გარანტია, რომ არ დაგეძაბოთ სხეულის სხვა კუნთები. შეამოწმეთ სავარძლის სიმაღლე, სიღრმე, საზურგე, რეგულირების შესაძლებლობები.

2. შეადგინეთ გრაფიკი - პროდუქტიულობის გასაზრდელად

სახლიდან მუშაობისას უნდა შექმნათ ყოველდღიური გრაფიკი. მარტო გატარებული დრო უკეთესია, თუ ის სტურტუქტურირებულია.

3. შეებრძოლეთ სტრესს - დამოკიდებულების შეცვლით

სახლიდან, დისტანციურად მუშაობა რათქმაუნდა ზოგჯერ სტრესს უკავშირდება. მას უნდა დაუპირისპიროთ პროდუქტიული მუშაობა. გააცნობიერეთ რა ხდება თქვენში, კონცენტრირდით თქვენს აზრებზე, სხეულის შეგრძნებებზე, გრძნობებზე, რომლებიც მუშაობის პროცესში გიჩნდებათ.

4. უსაფრთხოება

სწორ ტექნოლოგიასა და პროგრამულ უზრუნველყოფასთან წვდომა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს თქვენი სამუშაოს შესრულებაში. ყველაზე მთავარი ანტივირუსული დაცვის განახლებაა, რითიც დაიცავთ საკუთარ თავს და კომპანიას.

5. შეგუება

ამ სიტუაციაში მარტო არ ხართ. შეებრძოლეთ შიშის ნებისმიერ გრძნობას, საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომით. მაღალკვალიფიციური და ღია სწავლის საშუალებით, სწრაფად შეძლებთ ადაპტირებას და განვითარებას. გააცნობიერეთ თქვენი ახალი სამუშაო გარემო.