დააკვრდით ოლიმპიურ თამაშებზე “R”-ის გამოჩენას

ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, შეგიძლიათ თვალი ადევნოთ “REALTOR ®” -ის რეკლამებს. 

რეალტროთა® ნაციონალურმა  ასოციაციამ განაცხადა “საკანონმდებლო კონფერენცია და ექსპოზე”, რომ ისინი გაუშვებენ კომპანიის რეკლამებს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მაყურებლისთვის, რომელიც წელს ტოკიოში გაიმართება 23ივლისიდან-8აგვისტოს ჩათვლით.

გასულ წელს COVID-19-ის გამო თამაშები, როგორც მოგეხსენებათ გადადეს.

“NAR”-ს თხუთმეტი ვიდეო-რგოლი ექნება ტელევიზიისთვის და სხვადასხვა პლატფორმებისთვის, რომლებიც გავა თამაშების მსვლელობისას.  როგორც ელიან, ამ რგოლებს 35-ი მილიონი ნახვა მაინც ექნება.

რეკლამის ხანგრძლივობა 15-30 წამია და ასახავს რეალტორთა® ფასეულობას, ასოციაციის წევრებთან თანამშრომლობის დადებით მხარეებს, რომელსაც ისინი ავლენენ მომხმარებელთან თანამშრომლობისას და ასევე მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოცდილებას ყიდვა-გაყიდვის პროცესში.

ოლიმპიური თამაშები შერჩეული იქნა უნიკალური მასშტაბურობის და საერთაშორისო ღონისძიებებთან გამაერთიანებელი კავშირის გამო.

“ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ სარეკლამო კამპანია “ვინ ვართ ჩვენ” ტრანსლირებული იქნება ღონისძიების მსვლელობისას, რომელშიც მთელი მსოფლიოდან მონაწილეობენ სპორტსმენები.

ქვეყნების უმეტესობა იზოლაციაში იმყოფება უკვე წელიწადზე მეტია. მიუხედავად ამისა, ოლიმპიური თამაშები ჩატარდება, რაც დიდი მიღწევაა. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მათი მხარდაჭერის საშუალება გვეძლევა”-ამბობს კრისტინ დელვეკიო.

NAR-ის სარეკლამო კამპანია “ვინ ვართ ჩვენ” 2019წლიდან დაიწყო. 

დაიპყრო ტელე, ვიდეო-პლატფორმები, რადიო, ბრენდირებული კონტენტი და სოციალური ქსელები.

8 თებერვლიდან-30 აპრილის განმავლობაში  NAR-ის სარეკლამო კამპანიამ ერთ მილიარდ ნახვას გადააჭარბა.

2021 წელს NAR-ი მუშაობდა მის მედია-პარტნიორ “HAVAS”-თან, რის შედეგადაც შეიმუშავეს კომპანიის კონტენტი ისეთი პუბლიკაციებით, როგორიცაა “Bustle”, რომელიც ახდენს დემონსტრირებას თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს რეალტორთა® ცოდნა ყიდვა-გაყიდვის პროცესში.

უძრავი ქონების პროფესიონალები და ასოციაციები ეხმარებიან REALTOR®-ის ბრენდის გავრცელება-პოპულარიზაციას.

გასულ წელს NAR-მა შეთანხმება დადო “Photofy”-სთან, რომლის საშუელებითაც წევრ კომპანიებს ეძლევათ საშუალება მოახდინონ პერსონალიზაცია და ისარგებლონ ბიბლიოთეკით. 

სარეკლამო კამპანია ასევე მოიცავს ანიმაციურ გრაფიკებს, სოციალური ქსელებისთვის.