ღია სივრცეების მოსაწყობად დამკვიდრებული ათი ტენდენცია

სახლის მეპატრონეები და მყიდველები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ღია სივრცეს, იქიდან გამომდინარე რომ მეტი დროის გატარება უწევთ სახლში.

რა არის ტრენდული ღია სივრცეში? რა იწვევს მეტ ინტერესს, როგორ მოაწყოთ ბუნებაში კომფორტული გარემო.

  • თბილი ფერები

Google-ის ტრენდების მიხედვით მოთხოვნა გაიზარდა ბუნებასთან ასოცირებულ ფერთა გამაზე: ვარდისფერი, ტერაკოტა, ჟანგის, ხავსის მწვანე ფერებზე.

  • შიდა და გარე სივრცეები

მყუდრო, განცალკევებული ადგილი სუფთა ჰაერზე. რომლის მოწყობაც შეგიძლიათ: რბილი ავეჯით, განათებით, მრავალფუნქციური მოწყობილობებით.

გასულ წელთან შედარებით 2021 წელს ღია სივრცეზე მოთხოვნა 156%-ითაა გაზრდილი.

  • სათამაშო კუთხე ეზოში

ბავშვებისთვის აუცილებელია საკუთარი სათამაშო სივრცე. ეს შეიძლება იყოს: პატარა სახლი ხეზე, ტროტუარზე განთავსებული ჭადრაკის დაფა, კითხვისთვის განკუთვნილი კუთხე. ასეთ ადგილზე მოთხოვნა 7%-ითაა გაზრდილი.

  • მებაღეობა

პოპულარულია მებაღეობა. განსაკუთრებით კონტეინერებში ჩარგული ყვავილები, რომლებიც მეტ თავისუფალ სივრცეს გიტოვებთ. დარგეთ ყვავილები და სხვადასხვა ხილი. ბაღებიან სახლებზე მოთხოვნა ბოლო წელს 20%-ითაა გაზრდილი.

  • კალათბურთის მოედანი

პანდემიის განმავლობაში სპორტი და ჰობი კვლავ აქტუალური გახდა. მცირე ზომის კალათბურთის მოედანზე მოთხოვნა 42%-ითაა გაზრდილი

  • ბაღის ჯუჯები

ჯუჯებს ეზოს გარშემო ათავსებენ. ისინი უფრო ზღაპრულსა და საყვარელს ხდის თქვენს ეზოს. მათზე მოთხოვნამ 11%-ით მოიმატა.

  • ჯაკუზი

ჯაკუზი  ახლა მოთხოვნადია, როგორც გასართობი საშუალება ეზოში. 

ბოლო წელს მასზე მოთხოვნა 4,11%-ითაა გაზრდილი

  • ვერანდა

სახლის წინა ვერანდა გახდა შიდა სივრცის გაგრძელება და ადგილი, სადაც პანდემიისას შეგიძლიათ სოციალური დისტანციის დაცვით პატარა წვეულების მოწყობა.

  • მოწნული ავეჯი

მოწნული ავეჯი სანაპიროს განწყობას ქმნის, მაგრამ ახლა მისი გამოყენება ყველანაირ ღია სივრცეში ტრენდულია და მასზე მოთხოვნა 4%-ითაა გაზრდილი.