რე/მაქს კაპიტალი უძრავი ქონების საერთაშორისო ბრენდის რე/მაქსის ფრანჩაიზ ოფისია საქართველოში, რე/მაქსი 50 წლის წინ აშშ-ში, დენვერში დაარსდა. დღეს ის 120,000-ზე მეტი ბროკერით 110-ზე მეტ ქყვეყანაში ოპერირებს და მსოფლიო ბაზრის ლიდერია უძრავი ქონების კომპანიებს შორის. წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევებით, რე/მაქსი თავისი მიღწევებით ამართლებს სლოგანს „ვერავინ ყიდის რე/მაქსზე მეტ უძრავ ქონებას მსოფლიოში“.
რე/მაქს კაპიტალი საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან წარმატებით ოპერირებს და მომხმარებელს უძრავი ქონების საკითხებში პრემიალური საცხოვრებელი და კომერციული-საინვესტიციო მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას უწევს. წლების განმავლობაში მოპოვებული ნდობა და მომხმარებლის მადლიერება ჩვენი კომპანიის საუკეთესო შეფასებაა, თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ რე/მაქს კაპიტალმა რე/მაქსის გლობალურ ბაზარზეც მოიპოვა აღიარება და ჯამში 15 საერთაშორისო ნომინაციის პრიზიორი და არაერთი ჯილდოს მფლობელი გახდა: 2017 და 2018 წლებში ჩვენმა კომპანიამ ნომინაციაში – „გუნდური კომერციული გაყიდვები“ რე/მაქსის 7000 ოფისს შორის მეორე ადგილი დაიკავა, 2019 წელს რე/მაქს კაპიტალი – „ლიდერთა ტოპ ათეულში“, ხოლო 2024 წელს მისი დამფუძნებელი 140,000 ბროკერს შორის რეიტინგით 32-ე ადგილზე დასახელდა.
რე/მაქს კაპიტალი არაერთი საელჩოს, საერთაშორისო ორგანიზაციის, ადგილობრივი ბიზნესის თუ კერძო ინვესტორის, ასევე უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით დაინტერესებული პირების სანდო პარტნიორია და მომხამრებელს საერთაშორისო სტანდარტით ლიცენზირებული ბროკერების საშუალებით უძრავი ქონების სრულყოფილ სერვისს სთავაზობს, რაც მოიცავს საბროკერო მომსახურებას, ინვესტორთა კონსულტაციას, კონცეფციისა და ბიზნეს გეგმის შემუშავებას, ქონების მართვასა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებ სრულ სერვისებს.







