საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

განათლება

GNARE - ამერიკის რეალტორთა ასოციაციის (NAR)
ერთადერთი პარტნიორი საქართველოში.

16 აპრილი

კომუნიკაციის ფსიქოლოგიის მასტერკლასი

დაწყება & დასრულება: 16 აპრილი, 17:00 - 20:00
Iliyard Business Canter (ჭავჭავაძის 39ა)
რეგისტრაცია

კომუნიკაციის ფსიქოლოგიის მასტერკლასი

დაწყება & დასრულება: 16 აპრილი, 17:00 - 20:00
Iliyard Business Canter (ჭავჭავაძის 39ა)

16 აპრილს, 17:00 საათზე “Signature by Regus, Iliyard Business Canter (ჭავჭავაძის 39ა)-ში ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდება: “კომუნიკაციის ფსიქოლოგიის მასტერკლასი”.

უძრავი ქონების სფეროში წარმატება მხოლოდ ობიექტებზე არ არის დამოკიდებული. იგი დიდწილად განისაზღვრება იმით, თუ რამდენად კარგად გვესმის ადამიანების ქცევა, მოტივაცია და გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

სწორედ ამიტომ, ეს მასტერკლასი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბროკერებისთვის, აგენტებისთვის და გაყიდვების მენეჯერებისთვის, რომელთაც ყოველდღიურად უწევთ სხვადასხვა ტიპის კლიენტებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკება.

ტრენერი: ილია ნიკაჭაძე.
NLP Coach და Enneagram მასტერი, გეშტალტ თერაპევტი (EAGT), NLP, ენეგრამას და ბიზნესის საერთაშორისო ტრენერი (ICU), ფსიქოლოგიური ინტერნეტ ჟურნალ psychologist.ge-ს მთავარი რედაქტორი, ტრენერად მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება

მასტერკლასის მიზანია: შეასწავლოს თანამშრომლებს ფსიქოლოგიური ინსტრუმენტები, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ მიზნობრივ აუდიტორიასთან
უფრო ეფექტურ კომუნიკაციას.

კურსის ფარგლებში შეისწავლით ფსიქოლოგის ერთ-ერთი გავრცელებული მიმართულების ენეაგრამას ინსტრუმენტებს (Author Claudio Naranjo), რომელიც ადგენს ადამიანის ფსიქიკის რუკას, იკვლევს არაცნობიერ მოტივაციებს და გვეხმარება ინდივიდების ქცევის სიღრმისეულ გაგებაში (Forbes, 2018).

მასტერკლასის შემდეგ შეძლებთ:

  • უკეთ გაიგოთ, რა ინდივიდუალური მოტივაციები აქვთ თქვენს კლიენტებს;
  • უფრო მიზნობრივად წარუდგინოთ ობიექტები და შეთავაზებები;
  • გაზარდოთ გაყიდვების ეფექტურობა და დახურვის მაჩვენებელი;
  • გაანალიზოთ თქვენი საკუთარი კომუნიკაციის სტილი და გააუმჯობესოთ იგი.

მასტერკლასზე დასწრების საფასური შეადგენს ასოციაციის წევრებისთვის-50, ხოლო არაწევრებისთვის-80 ლარს.

დასწრების მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: https://forms.gle/HJaxEX4jU7Pa8psD8

რეგისტრაცია
21 აპრილი

უძრავი ქონების აგენტის საეტესტაციო კურსი

დაწყება & დასრულება: 21 აპრილი, 10:30 - 07 მაისი, 14:00
Signature by Regus, Iliyard business Center ( ჭავჭავაძის 39 ა)
რეგისტრაცია

უძრავი ქონების აგენტის საეტესტაციო კურსი

დაწყება & დასრულება: 21 აპრილი, 10:30 - 07 მაისი, 14:00
Signature by Regus, Iliyard business Center ( ჭავჭავაძის 39 ა)

გახდით ატესტირებული უძრავი ქონების აგენტი, რადგან თქვენი კარიერული ზრდა იწყება სწორი განათლებით!

იწყება უძრავი ქონების აგენტის რიგით მეხუთე საატესტაციო კურსი.
ეს არის ბროკერების ატესტირების პირველი საფეხური და ლიცენზირებული საბროკერო საქმიანობისკენ გადადგმული მთავარი ნაბიჯი!
კურსდამთავრებულებს გადაეცემათ პერსონალური ID ბარათები.

დასაწყისი: 21 აპრილი, 10:30 საათზე
დასასრული: 7 მაისი (ტესტირებითა და სერტიფიკატის მიღებით).

კურსის განმავლობაში გაივლით საბაზისო მიმართულებებს:

  • მარკეტინგი, კლიენტის ექსკლუზიური წარმომადგენლობა;
    •უძრავი ქონება და მისი საგადასახადო, იურიდიული და ფინანსური ასპექტები.

ასევე გაეცნობით უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის რეალტორთა®️ ეთიკის კოდექსს და შეისწავლით ყველა იმ საკითხს, რაც საჭიროა წარმატებული აგენტის კარიერისთვის!

კურსი ატესტირებულია ევროპის უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაციის @CEPI-ს მიერ და ექვემდებარება ევროპულ სტანდარტებს.

არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, ადგილები უკვე შეზღუდულია!

დარეგისტრირდით ახლავე: https://forms.gle/17ZrwS9j7ZesKaFd8

კურსის საფასური შეადგენს წევრებისთვის-750, ხოლო არაწევრებისთვის-900 ლარს.

პროექტში მონაწილეობას იღებენ და ჩვენი პარტნიორები არიან:
აკაკი ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზი;
საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებლთა საზოგადოება

Signature by Regus, Iliyard business Center ( ჭავჭავაძის 39 ა)

რეგისტრაცია
28 მარტი

მასტერკლასი: ინტერიერის ფოტოგრაფია

დაწყება & დასრულება: 28 მარტი, 13:00 - 16:00
ვაჟა-ფშაველას გამზირი N71
რეგისტრაცია

მასტერკლასი: ინტერიერის ფოტოგრაფია

დაწყება & დასრულება: 28 მარტი, 13:00 - 16:00
ვაჟა-ფშაველას გამზირი N71

შაბათს, 28 მარტს, 13:00-16:00 საათზე “რეგუსში” (ვაჟა ფშაველას N 71) ასოციაციის წევრებისთვის ჩატარდება მასტერკლასი “ინტერიერის ფოტოგრაფია”

უძრავი ქონების სწორად გადაღებული ფოტოები ხშირად განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად და წარმატებით გაიყიდება ობიექტი. სწორედ ამიტომ, მასტერკლასის ფარგლებში ისწავლით, როგორ გადაიღოთ სივრცე ისე, რომ მაქსიმალურად წარმოაჩინოთ მისი უპირატესობები.

ვორქშოფის ძირითადი თემებია:

  • უძრავი ქონების ფოტოგრაფია
  • როგორ მოვამზადოთ სივრცე გადაღებამდე
  • სწორი რაკურსები და კომპოზიცია
  • კარგი და ცუდი მაგალითების განხილვა
  • პრაქტიკული ნაწილი

ტრენერი: გიორგი იაშვილი.
ბიოგრაფი – მომხმარებელზე ზრუნვის დეპარტამენტის უფროსი.
“Airbnb”-ის აკრედიტებული ფოტოგრაფი.
აქვს სამუშაო გამოცდილება: “Colliers Georgia”-სა და “M2”-ში.

დარჩენილია მხოლოდ 2 ადგილი,
დასწრების მსურველებმა გთხოვთ გაიროთ რეგისტრაცია: https://forms.gle/akUzcCyKqGrcpy397

რეგისტრაცია