საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ეთიკის კომისია

GNARE - ამერიკის რეალტორთა ასოციაციის (NAR)
ერთადერთი პარტნიორი საქართველოში.

მუხლი 7. ეთიკის კომისია

7.1. ეთიკის კომისია დამოუკიდებელია და თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, წინამდებარე წესდებისა და პროფესიული ეთიკის ნორმების საფუძველზე.

7.2. ეთიკის კომისია შედგება არა ნაკლებ 5 (ხუთი) წევრისგან. 

7.3. ეთიკის კომისიის წევრებს 3 (სამი) წლის ვადით ირჩევს ასოციაციის საერთო კრება. ეთიკის კომისიის წევრებად არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას. ეთიკის კომისია თავისი შემადგენლობიდან ფარული კენჭისყრით, 2 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს.

7.4. ეთიკის კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა. უნდა იყოს 30 (ოცდაათი) წლის ასაკს მიღწეული პირი;

ბ. უნდა ჰქონდეს სულ მცირე 5 (ხუთი) წლიანი პროფესიული გამოცდილება;

გ. ეთიკის კომისიის წევრი შესაძლოა აგრეთვე იყოს ასოცირებული წევრი, რომელიც დამატებით სარგებლობს მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაციით და არის თავისი სფეროს  გამორჩეული სპეციალისტი.

7.5. ეთიკის კომისიის კომპეტენციაა შეამოწმოს/შეისწავლოს შემოსული ინფორმაცია, საბროკერო საქმიანობის განმახორციელებელთა შორის არსებულ გადაცდომებზე, რომლებიც არღვევენ ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული სამუშაო პრაქტიკის ნორმებს. შეისწავლოს მისი საფუძვლიანობა და მხოლოდ ამგვარი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში გადაწყვიტოს დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი.

7.6. ეთიკის კომისიის წევრის ვადაზე ადრე გათავისუფლების უფლება აქვს წევრთა საერთო კრებას, პრეზიდენტის მიმართვის საფუძველზე, წევრების ან მმართველთა საბჭოს წევრთა ინიციატივით. ეთიკის კომისიის წევრის ვადაზე ადრე გათავისუფლების საფუძველს შესაძლოა წარმოადგენდეს:

ა. წესდების და/ან შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა;

ბ. ასოციაციის წევრის სტატუსის ნებისმიერი საფუძვლით დაკარგვა;

გ. ასოციაციის ან მისი ცალკეული წევრის (როგორც სრულუფლებიანი, ისე ასოცირებული) მიმართ რეპუტაციის შემლახველი ქმედების განხორციელება;

დ. ასოციაციის შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.