6 დეკემბერს, ExpoGeorgia-ს მიერ გამართული უძრავი ქონების კვირეულის Georgia Real Estate Exhibition 2025-ის ფარგლებში, საქართველის უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თანაორგანიზებით, გაიმართა გალა ვახშამი და დაჯილდოების ცერემონია.
Expo Georgia-ს ეგიდით ჯილდოები გადაეცათ გამოფენაში მონაწილე კომპანიებს, ხოლო ასოციაციამ დააჯილდოვა სფეროს გამორჩეული პროფესიონალები, უძრავი ქონების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვუსურვებთ წარმატებებს.
დიდი მადლობა დამსწრე საზოგადოებას და ღონისძიების წამყვანებს, განსაკუთრებული საღამოსთვის.

















