საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია მოხარულია, რომ უკვე მეხუთე წელია Real Estate Exhibition-ის თანაორგანიზატორია.
გამოფენამ წარმატებით ჩაიარა და კიდევ ერთხელ შექმნა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა უძრავი ქონების სფეროს წარმომადგენლებისთვის, გაეზიარებინათ გამოცდილება, დაემყარებინათ ახალი საქმიანი კავშირები და ხელი შეეწყოთ სექტორის განვითარებისთვის.
ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობა და სიამაყეა ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობა და ქართული უძრავი ქონების ბაზრის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა.
მადლობა ორგანიზატორებს, პარტნიორებსა და თითოეულ მონაწილეს თანამშრომლობისა და წარმატებული ღონისძიებისთვის!





































