ნატო ბოჭორიშვილი

ნატო ბოჭორიშვილი „უძრავი ქონების მართვის ჯგუფი“-ს გენერალური დირექტორია. აქვს მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება, აქედან 4 წელი უძრავი ქონების მართვის სფეროში.

ნატო ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს მიკროეკონომიკის მიმართულებით. ასევე მეორად ხარისხს სამართალში და კავკასიის უნივერსიტეტის (კავკასიის ბიზნეს სკოლის) მაგისტრის ხარისხს ფინანსების განხრით.

2016 წლამდე მუშაობდა სს პროკრედიტ ბანკში სხვადასხვა პოზიციებზე, შემდეგ საფინანსო-საკონსულტაციო კომპანიაში პროექტის კოორდინატორად, ხოლო 2017 წლიდან 2019 წლის ჩთ იყო კომპანიის სს „მ2 უძრავი ქონება“ გენერალური დირექტორის მოადგილე კომერციული უძრავი ქონებების მიმართულებით. 2020 წლიდან სს „მ2 უძრავი ქონება“ გაიყო რამდენიმე ნაწილად, კომერციული ქონებების მიმართულება ნატო ბოჭორიშვილმა ჩაიბარა და გახდა კომპანიის „საქართველოს უძრავი ქონების მართვის ჯგუფი“ გენერალური დირექტორი.