ზურაბ ერისთავი
- საბჭოს წევრი
- დამფუძვნებელი შპს "რენტალსი'
- zurab@rentals.ge
1996-2003 წლებში მუშაობდა საბანკო და დაზღევო კომპანიებში სხვადასხვა თანამდებობზე. უძრავ ქონებაში ჩართულია 2004 წლიდან. სხვადასხვა დროს გახლდათ „მენაშენეთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი, სამშენებლო კომპანია „იბერია“-ს გენერალური დირექტორი, „ბაგები სიტი გრუპი“-ს განვითარების კოორდინატორი.
2007 წლიდან დაიწყო კერძო ბიზნესი და უცხოელ პარტნირებთან ერთად დააფუძნა უძრავი ქონების საბროკერო-საკონსულტაციო კომპანია „სერეს ჯორჯია“.
2008 წლიდან დღემდე არის შპს „რენტალსი“-ს დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. 2017 და 2018 წლებში „რენტალსი“ ორჯერ ზედიზედ გახდა წლის საუკეთესო საბროკერო კომპანია. 2019 წელს „რენტალსი“ გახდა მსოფლიო გიგანტის JLL-ის პარტნიორი საქართველოში (Best in Class Partner).
ზურაბი არის „ევროპის ბიზნეს ასოციაციის“ გამგეობის წევრი და „ამერიკის სავაჭრო პალატის“ უძრავი ქონებისა და მშენებლობის კომიტეტის თანათავმჯდომარე.
პროფესიით ის გახლავთ ინგლისური ენის ბაკალავრი, საბანკო საქმის ბაკალავრი (გერმანული „Bank Akademie“) და ევროპის ბიზნეს სკოლის (ESM) მაგისტრი.