ნატო მოდებაძე

საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის (GNARE) დამფუძნებელი წევრი.
ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი (მეორე, მესამე და მეოთხე მოწვევის).
ამრეიკის რეალტორთა ასოციაციის (NAR) წევრი, მოქმედი რეალტორი.
2000 წლიდან უძრავი ქონების ბაზარზე, კომერციული უძრავი ქნების ბროკერის სტატუსით.

ამჟამად კომპანია „მოდე რეალ ესთეით“-ის (MODE REAL ESTATE) დამფუძნებელი და დირექტორი, მმართველი ბროკერი, ეს კომპანია წარმატებულად მუშაობს უძრავი ქონების ყველა მიმართულებით და მომხმარებლებს აწვდის მაღალი სტანდარტების შესაბამის სრულ სერვისს.

2005 წელს გაიარა HANS SACHS INSTITUT -ის სასწავლო კურსი „უძრავი ქონების ბიზნესი“, და სერტიფიცირებულია ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით.

2018 წ. იყო რადიო გადაცემათა ციკლის „რადიო ბროკერი – ყველაფერი უძრავი ქონების შესახებ“ თანაავტორი და თანაწამყვანი ვაჟა მებაღიშვილთან ერთად.

2020 წ. მიენიჭა ამერიკის რეალტორთა ასოციაციის (NAR), უძრავი ქონების ბიზნესის ინსტიტუტის (REBI) დეზიგნაცია „უძრავი ქონების მესაკუთრის წარმომადგენელი სპეციალისტი“ – SRS – “Seller Representative Specialist“.

ამჟამად აქტიურად მუშაობს NAR- ის სტანდარტების დანერგვაზე უძრავი ქონების სექტორში.