COVID-19-მა დიდი დარტყმა მიაყენა ყველა სფეროს, მათ შორის უძრავ ქონებასაც. საბროკერო კომპანიების უმრავლესობამ გამოიჩინა სტაბილურობა და კრეატიულობა.

საზოგადოება დაფიქრდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: იქნებოდა, თუ არა მათი მუშაობა კვლავ ნაყოფიერი. დარჩებოდა, თუ არა მათი მომსახურეობა აუცილებელ სერვისად.

ამ დროს უძრავი ქონების პროფესიონალებმა შეძლეს დაემყარებინათ თანამშრომლებთან და კლიენტებთან, იმაზე უფრო მჭიდრო ურთიერთობა, ვიდრე კრიზისამდე ჰქონდათ.

1. ონლაინ მენეჯმენტი და ცოდნის გაზიარება…

ბროკერებმა, ქოუჩებმა და გუნდის ხემძღვანელებმა დაუყონებლივ მიიღეს გადაწყვეტილება, მობილიზდნენ და დაიწყეს გუნდური და ინდივიდუალური შეხვედრების გამართვა. 

ჰილი ამბობს, რომ მისი კომპანიის წევრებს დღეში რამოდენიმეჯერ უკავშირდება. გარდა იმისა, რომ ამით პასუხსიმგებლობას ახსენებს მათ, ასევე ამხნევებს. 

რათქმაუნდა შემოგვეპარა შიში და არასტაბილურობის განცდა, მაგრამ ამას დავუპირისპირეთ მუშაობა.

ჩვენი კლიენტები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ ჩვენ არაფერს ვიშურებთ, მათი კეთილდღეობისთვის.

უფრო დიდმა კომპანიებმა მათ აგენტებსა და ფრენჩაიზებს მიმართეს. კომპანია “Compass”-მა შექმნა თრეინინგის პროგრამა “Compass Academy”, რომელიც ყველა უძრავი ქონების სფეროში მოღვაწე ადამიანისთვის, გახადა ხელმისწავდომი. 

ქელერ ვილიამსმა წამოიწყო მასშტაბური საუბრები Live-ში ყოველდღე, ყოველ საათნახევარში, თუ როგორ შეიძლებოდა პანდემიასთან უკეთ ადაპტაცია. ის გვიყვება, რომ რთულ პერიოდში მისმა გუნდმა გააორმაგა ახალი ტექნოლოგიებისა და ლიდერების უნარ-ჩვევების სწავლება. რაც აუცილებელია  ბროკერების ბიზნესის დასაცავად და დასახმარებლად.

2. ყურადღების ცენტრში ყოფნა.. კომფორტულია.

რეალტორთა უმრავლესობა პროფესიონალია , როცა კამერა მათკენაა მიმართული.

იმ კატეგორიამ, რომელიც თავს არიდებს კამერას, იმის შიშით, თუ როგორ გამოიყურება, უმჯობესია მიიღოს საკუთარი თავი. 

არა აქვს მნიშვნელობა შეხვედრას ტელეფონით ესწრებით, თუ კომპიუტერით, ვიდეო კონფერენციისას ჩართეთ კამერა.

გამორთეთ ხმა, როდესაც საუბრობენ სხვები.  ასე თანდათან ჩამოყალიბდება, ციფრულ ფორმატში პირისპირ კომუნიკაციის კულტურა.

“კლიენტისთვის სულერთია, თუ როგორ გამოიყურებით, მათთვის მნიშვნელოვანია პრობლემის გადაჭრა” ამბობს Mark Lemons (სფიქერი, ქოუჩი და ონლაინ მარკეტინგის სპეციალისტი).

რაც შეეხება პროგრამულ უზრუნველყოფას, ვისაც ააქვს კომპიუტერი ან Apple-ის პროდუქცია, შეუძლებელია არ აღიარონ FaceTime-ის პრივილეგიები. 

კარგი უფასო პლატფორმაა Zoom და Google Hangout.  იმდენად გაიზარდა ამ აპლიკაციების გამომყენებელთა რაოდენობა, რომ კომპანიებს მოუწიათ უსაფრთხოების ზომების გაძლიერება. 

 კოპელენდი გადავიდა ფეისბუქის პლატფორმაზე. კოლეგებს დაავალა დისკუსიის წარმოება უძრავი ქონების აგენტებთან, რომლებიც ცხოვრებასა  და ბიზნესში მიმდინარე ცვლილებებს განიცდიდნენ. მან ამ სესიებს “Social Nondistancing” უწოდა.

პირველი Live-ის  დაწყებიდან ერთ საათში, 500-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა მათ. 

3. ვირტუალური გაყიდვები… ხდება რეალობა.

კრიზისის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა ვირტუალურად მიღებული გადაწყვეტილებების რიცხვი. 

პანდემიის განმავლობაში, უძრავი ქონების აგენტები ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ მიმდინარე გაყიდვები.

“Yaza” -ეს არის აპლიკაცია, რომელიც ეხმარება უძრავი ქონების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, ატვირთონ ქონების ჩვენების ვირტუალური ტურები.  მისი მეშვებობით აღარ არის საჭირო დიდი მოცულობის ვიდეოების თქვენს მოწყობილობებში შენახვა. 

კლიენტებს მარტივად შეუძლიათ უფასო აპლიკაციის ჩამოტვირთვა და ღილაკზე თითის ერთი დაჭერით სახლის დათვალიერება. 

ეს აპლიკაცია დამატებით მომსახურეობად უნდა ქცეულიყო კლიენტებისთვის, მაგრამ კრიზისის დროს იგი, უბრალოდ აუცილებლობად იქცა.

4. სახლიდან მუშაობის… რუტინა.

ბროკერებმა შეამცირეს საოფისე ფართები, ტექნოლოგიების წყალობით, რომლებიც იძლევა დისტანციურად მუშაობის საშუალებას. 

ეს ტენდენცია ალბათ, არც პანდემიის შემდეგ შეიცვლება. უძრავ სფეროში დასაქმებული ადამიანები ადაპტირდნენ ვირტუალურ მუშაობაზე.

მთელს მსოფლიოში ყოველდღიურობად იქცა სახლიდან მუშაობა.  ასეთ რეჟიმში, მყიდველი და გამყიდველი უფრო მოქნილია და სწრაფად რეაგირებს. 

სახლიდან ეფექტურად მუშაობისთვის, მნიშვნელოვანია სამუშაო სივრცის შექმნა და საჭირო აღჭურვილობის ქონა: ლეპტოპი, კომპიუტერი, ვებ.კამერა, სმარტფონი, პრინტერი.

*გამოიყენეთ მაღალი ხარისხის ყურსასმენები, ვიდეოჩატში ურთიერთობისთვის. არ შეუშალოთ ხელი ოჯახის სხვა წევრებს.

*გამოიყენეთ საკუთარი ინტერნეტ პაკეტი. დარწმუნდით, რომ მზად ხართ შეფერხების გარეშე გქონდეთ კავშირი. 

*რა თემაზეც არ უნდა მიმდინარეობდეს ვიდეო კონფერენცია დარწმუნდით, რომ კარგად ერკვევით ფუნქციებში: ეკრანის გაზიარება, ჩაწერა და აშ…

*შექმენით ჯგუფი,  გააგზავნეთ ტექსტური შეტყობინებები, რაც გაგიადვილებთ ინფორმაციის მიწოდებას ყველა პირისთვის.

*დეკორაციის შეცვლა დადებითად იმოქმედებს თქვენს გონებაზე. შეიქმენით შესაფერისი სამუშაო გარემო.

*ახლოს იქონიეთ წარმატებასთან ასოცირებული ნივთები, მაგ: მიღებული ჯილდოები. ეს დაგეხმარებათ, გახსოვდეთ საკუთარი მიზნები.

5. კრეატიულობა ქმნის სტაბილურობას.

უძრავი ქონების სფერო წარმოადგენს ბიზნესს, რომელიც სოციალურ ურთიერთობებს ეფუძნება.

თუმცა რეალტორებმა შეძლეს დისტანციურ მუშაობასთან გამკლავება.

მათ იპოევს ხერხები, რომელთა საშუალებითაც შეძლეს კლიენტებთან კავშირების და პოზიტიური განწყობის შენარჩუნება. 

ჯენა დუჯერტმა, რომელიც წარმოადგენს კომპანია “Lyon Real Estate in Davis”, ჩაწერა ვიდეო მიმართვა მისი ყოფილი და ახლანდელი კლიენტებისთვის, რომლებიც მედიცინის მუშაკები არიან. 

მადლობა გადაუხადა მათ შრომისთვის, რომელსაც ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად ეწევიან ყოველდღიურად. ის ამბობს:”მნიშვნელოვანია ვიფიქროთ ჩვენს კლიენტებზე, როგორც საზოგადოებაზე და არა როგორც გარიგების ნაწილზე.”

ექსტრავერტები, შფოთის და დეპრესიისკენ მიდრეკილი ადამიანები დისტანციურ რეჟიმს აღიქვამენ დამანგრევლად, ამბობს ფსიქოლოგი კეიტსი. 

იმისთვის რომ გაუმკლავდეთ ფიზიკურ იზოლაციას, საჭიროა:

*არ ამოვარდეთ დღის განრიგიდან.

შეინარჩუნეთ ცხოვრებისეული პრინციპები და მიზნები, რაშიც შედის: სწავლა, მუშაობა, ჰობი.

*დარჩით კავშირზე.

სოციალური ქსელები და ვიდეო ტექნოლოგიები საუკეთესო საშუალებაა პირადი კონტაქტების შესანარჩუნებლად.

 *მოერიეთ სტრესს.. ჯანსაღი კვებით, გამოძინებით, სპორტით. ჩამოწერეთ სარელაქსაციო აპლიკაციები.

მიიღეთ ის ადამიანები, რომლებიც ერიდებიან ხელის ჩამორთმევას და ვინმეს გვერდით დგომას. სტრესულ სიტუაციაზე ყველა სხვადასხვანაირად რეაგირებს.