უძრავი ქონების აგენტთა მიერ ყველაზე ხშირად დაშვებული ეთიკის კოდექსის პრაქტიკული დარღვევბი

უძრავი ქონების აგენტთა მიერ ყველაზე ხშირად დაშვებული ეთიკის კოდექსის პრაქტიკული დარღვევბი.

ბროკერი და ეთიკის კოდექსის ოფიცერი ბარბარა ბეტსი გვიზიარებს, თუ რა შეცდომებს უშვებენ გაუთვალისწინებლობით, ყველაზე ხშირად უძრავი ქონების აგენტები.

  • გულწრფელ გარიგებებზე 

კოდექსის თანახმად:“თქვენ წარმოადგენთ მყიდველს, გამყიდველს, გამქირავებელს თუ დამქირავებელს ან სხვა კლიენტს, ვალდებული ხართ დაიცვათ საკუთარი კლიენტის ინტერესები.” ეს აგენტის პირველადი მოვალეობაა, მაგრამ არ გამორიცხავს იმას, რომ სინდისიერი იყოს გარიგების ყველა მხარესთან. 

1. უძრავი ქონების მეპატრონის შეცდომაში შეყვანა საბაზრო ფასთან დაკავშირებით, თანამშრომლობის ხელშეკრულების მისაღებად.  

ეთიკის კოდექსის დარღვევაა

2. კონფედენციალური ინფორმაციის გავრცელება.

ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რომ არ გასცეთ თვქენი კლიენტის კონფედენციალური ინფორმაცია. მაგ:რა მოტივაციით სურთ ქონების გაყიდვა, აქვთ თუ არა ფინანსური პრობლემები და აშ…

თქვენ შეგიძლიათ გაავრცელოთ ინფორმაცია, მხოლოდ  უძრავი ქონებისა და უბნის შესახებ.

3. სხვა შეთავაზებების არ გამჟღავნება

არ არის აუცილებელი შეთავაზება კონფედენციალური იყოს. აგენტმა უნდა გაიაროს კონსულტაცია მის ბროკერთან იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის შეთავაზებები არსებობს. ყოველთვის მიაწოდეთ თქვენს კოლეგებს რეალური ციფრები.

4. ჩვენების ინსტრუქციების დარღვევა

რაც გულისხმობს:შეთანხმების გარეშე მისვლას, უძრავ ქონებაში მაშინ შესვლას, როცა ამის უფლება არ გქონდათ აღებული.

  • რეალური სურათის წარმოჩენის შესახებ

კოდექსის  მე-12 მუხლის თანახმად:”აგენტები უნდა იყვნენ მართლები და სინდისიერები უძრავი ქონების განცხადებებში. რეალური სურათი უნდა წარმოგვიდგინონ თავიანთ რეკლამებში, მარკეტინგულ და სხვა სახის განცხადებებში.

ძირითადი დარღვევები სწორედ ამ მუხლს ეხება.

1. არ წარმოადგენს საკუთარ თავს და მის ბროკერს გონივრული და აშკარა ფორმით. 

თუ თქვენ არ ხართ ბროკერი, მომხმარებელმა უნდა იცოდეს ამის შესახებ. უნდა განუმარტოთ ვინ ხართ და ვინ არის თქვენი ბროკერი. კლიენტს ამ ინფორმაციის მოძიება არ უნდა დასჭირდეს თქვენს ფალერზე, ვებსაიტზე და სოციალურ ქსელებში.

2. საავტორო უფლებების დარღვევა

არ დააკოპიროთ სხვა რეალტორების®

ინფორმაცია. ნუ გამოიყენებთ Google-ის ფოტოებს, თქვენ არ გაქვთ ამის ნებართვა.  ფოტოების გამოყენება ნებადართულია მხოლოდ პირადი მიზნებისთვის და არა კომერციული საქმიანობისათვის.

3.არასწორი ინფორმაციის მიწოდება უძრავი ქონების შესახებ.

ეს ეხება სოციალურ ქსელებს. სიფრთხილით მოეკიდეთ თუ რას აქვეყნებთ:Facebook-ზე, Instagram-სა და Linkeidn-ზე.

  • შეთანხმებებზე

1. კლიენტს მოუწოდებთ ხელშეკრულების გაუქმებისკენ.

მაგ:თქვენ გადადიხართ სხვა კომპანიაში. აუცილებლად უნდა დაელაპარაკოთ თქვენს ახლანდელ და  ახალ ბროკერს.

არ შეიძლება დაურეკოთ კლიენტს და უთხრათ:”იცით მე ახალ კომპანიაში გადავდივარ და მოდით თქვენთან კონტრაქტს მათი სახელით დავდებ.”

2. არ გამოიყენეთ ძალისხმევა, რომ აგეხსნათ სახელშეკრულებო ურთიერთობების სფეციფიკური პირობები, რომლებიც შეთანხმების მიღწევამდე იქნა მიღებული. 

ეს ეხება ლისთინგსა და წარმომადგენლობის ხელშეკრულებებს, შესყიდვის ხელშეკრულებას და ელექტრონულად გაგზავნილ საიჯარო კოდექსს.

ბევრად მარტივია საკუთარ კლიენტს გაუგზავნოთ დოკუმენტი, ვიდრე დაურეკოთ ტელეფონზე და სიტყვიერად აუხსნათ, თუ რას უნდა მოაწეროს ხელი. 

3.წერილობითი ხელშეკრულება 

რეალტორებმა® უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე და უზრუნველყონ აქტუალური დოკუმენტაციის მიწოდება:ყიდვა-გაყიდვის, ქირის შესახებ. მათში შეტანილი უნდა იყოს ცვლილებები და ჩასწორებები. უნდა დაახუროთ დოკუმენტაციის წარმოება, რათა შევიდეს ძალაში და არცერთი მხარე არ დაზარალდეს.