რა უნარ-ჩვევები უნდა გააჩნდეს უძრავი ქონების აგენტს

უძრავი ქონება კონკურენტუნარიანი ინდუსტრიაა. თქვენ უამრავი პროფესიონალის წინააღმდეგ მუშაობთ და ყველას მიზანი გარიგების მიღწევაა.

მხოლოდ მუშაობა ვერ დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში, თუ უძრავი ქონების აგენტისთვის საჭირო უნარ-რჩევები არ გაგაჩნიათ.

  • კომუნიკაბელურობა

ალბათ არ არის გასაკვირი, რომ კომუნიკაბელურობა ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია იმ სფეროში, სადაც გამუდმებით ხალხთან გიწევთ ურთიერთობა. 

აგენტმა უნდა შეძლოს ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობის დამყარება, თითოეული კლიენტი ხომ ინდივიდია. ზოგს ტელეფონზე საუბარი ურჩევნია, ზოგს კი ელექტრონული წერილის ან ტექსტური შეტყობინების გამოგზავნა. თქვენ კარგად უნდა ერკვეოდეთ ტექნოლოგიებში და შეძლოთ სწრაფი რეაგირება. 

თავიდანვე უნდა გაერკვიოთ კლიენტის პრეროგატივებში, რათა თქვენი თანამშრომლობა სასიამოვნო იყოს და თქვენ კი, თავდაჯერებული.

  • სოციალური მინიშნებების გაგება

ურთიერთობა არ არის მხოლოდ სიტყვები, თქვენ ასევე უნდა შეგეძლოთ სხეულის ენის წაკითხვა. ეს დაგეხმარებათ დამატებითი ინფორმაციის გაშიფვრაში.
მაგ: სხეულის ენით და მიმიკით შეგიძლიათ მიხვდეთ რაზე ნერვიულობს კლიენტი, დაუსვათ შესაბამისი კითხვები და გადაჭრათ პრობლემა.

სხეულის ენის ცოდნა ასევე გეხმარებათ დაუკვირდეთ თქვენი სხეულის მიერ გაგზავნილ მესიჯებს. როცა კლიენტს საუბრისას თვალებში უყურებთ, ამით აგრძნობინებთ რომ ყურადღებით უსმენთ.
გახსოვდეთ კულტურული სხვაობების შესახებ, როცა საქმე საერთაშორისო საქმიან გარიგებებს ეხება. კარგს იზამთ თუ წინასწარ გაეცნობით თქვენი კლიენტის ქვეყნის ეთიკასა და კულტურას.

  • პატიოსნება

გამჭირვალე ურთიერთობა სწორ გზაგზე დაგაყენებთ. იმისთვის, რომ კარგი რეპუტაცია ქგონდეთ, თქვენ საუკეთესო მომსახურეობა უნდა შესთავაზოთ თითოეულ კლიენტს.
მიღებული სარეკომენდაციო და მადლობის წერილები განათავსეთ თქვენი კომპანიის ვებგვერდზე.

შესაძლოა დასაწყისსში ნელი ტემპით წავიდეს ახალი კლიენტების მოზიდვა და საქმიანობა, მაგრამ პატიოსანი შრომა აიცილებლად მოიგიტანთ შედეგს.

  • მოლაპარაკების წარმოების უნარი

საუკეთესო აგენტს შეუძლია აწარმოოს მოლაპარაკება და თან შეინარჩუნოს პრინციპულობა. ის ცდილობს ორივე მხარესთვის საუკეთესო ხელშეკრულების მოპოვებას.

მოლაპარაკების ბოლო ასპექტი იმის ცოდნაა თუ როგორ თქვათ უარი ხელშეკრულებაზე და ეს ისე გააკეთოთ, რომ თქვენ და თქვენს კლიენტს ნაკლები დანაკარგი გქონდეთ.

  • აქტიური მოსმენის უნარი

მოსმენა თავისთავად იგულისხმება ურთიერთობაში, მაგრამ ეს იმდენად მნიშვნელოვანი უნარია, რომ ცალკე გამოყოფას იმსახურებს.

როცა კლიენტი საუბრობს, თქვენ მას მთელი გულისყურით უნდა უსმინოთ. შესაძლოა მოთმინებამ გიღალატოთ, გსურთ დაუსვათ კითვები, მაგრამ მიეცით მას საშუალება გამოხატოს საკუთარი შიშები, ეჭვები, გამოიჩინონ სიფრთხილე.
დაუსვით კონკრეტული შეკითხვები, გაიმეორეთ მათ მიერ დასმული კითხვა. ეს ნდობის მოპოვების საუკეთესო გზაა, რომელიც გეხმარებათ ახალი იდეებისა და გადაწყვეტილებების მიღებაში.

  • პრობლემების გადაჭრის უნარი

კარგი პროფესიონალები დიდ დროს უთმობენ გამოწვევების მოგვარებას და იმის გარკვევას თუ როგორ უნდა მოაგვარონ პრობლემები. ასეთი პრობლემებია:  დიდი მოლოდინების მქონე კლიენტი, სახლი რომელიც დიდი ხანია იყიდება.

  • მოთმინება

უძრავი ქონების აგენტისთვის ერთ-ერთი მთავარი უნარია-მოთმინება, რამოდენიმე მიზეზის გამო. არსებობს უძრავი ქონები, რომელიც სწრაფად იყიდება. მაგრამ, არსებობს ისეთი ქეისებიც, როცა მოლაპარაკება რამდენიმე თვეს, ხანდახან კი წელიწადსაც შეიძლება გაგრძელდეს.

მოთმინებას მოითხოვს ასევე კლიენტებთან ურთიერთობა, რადგან თითოეული მათგანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება.

  • არქიტექტურაში გარკვევა

ყველაზე მარტივი შესაძლებლობა, რითიც შეგიძლიათ აჯობოთ კონკურენტებს, არქიტექტურაში ცოდნის გაღრმავებაა.

დიზაინისა და სტილის ცოდნის გამომჟღავნება კლიენტთთან, მოგცემთ საშუალებას დაარწმუნოთ სხვები თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის სამუშაო და კარიერა.

  • დროის მენეჯმენტის უნარი

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა უნარი მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ თქვენ საკუთარ დროს ვერ მართავთ, ისინი ეფექტურობას კარგავენ.

ვადების კონტროლი, კლიენტისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება უმოკლეს დროში, შეხვედრაზე პუნქტუალურად მისვლა… ეს ყველაფერი, იმაზე კარგ გავლენას ახდენს თქვენს კლიენტზე, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

  • ეთიკა

უძრავი ქონების სფეროში საერთო მიზანი-წარმატებული ბიზნესის წარმოებაა. აგენტის უნარ-ჩვევები მოიცავს: თვითმოტივაციას, ვალდებულებებს, მუდმივ აქტიურობას.

იმუშავეთ ბეჯითად, დაამყარეთ ურთიერთობები, მოიძიეთ პოტენციური კლიენტები…ეს ფაქტორები წარმატებული ბიზნესის განმსაზღვრელია.

უძრავი ქონების აგენტებს სხვადასხვა გამოცდილება და ბიზნესის მართვის ხერხები აქვთ, მათ აერთიანებთ წარმატებისკენ სვლა და ბიზნესის განვითარება. ამისთვის კი აუცილებელია ყველა ამ უნარის ქონა და გამომუშავება.