როგორ გავხადოთ სამზარეულო უფრო ეფექტური და ჯანსაღი
3 დასკვნა:
- თუ ფართობი გაძლევთ საშუალებას დადგით სამზარეულო კუნძული ოთახის შუაგულში
- თეთრი-კვლავ სამზარეულოს ძირითად ფერად რჩება, მაგრამ სხვა ფერები მეტ ინდივიდუალიზმს შესძენს მას.
- ცხობის, ყავის დალევის, სამუშაო სივრცეების გამოყოფა, ახალი გზაა სამზარეულოს დაგეგმარებისას.
სამზარეულოს ტენდენციები მოდას ჰგავს, თითქოს სეზონს უნდა დაელოდო და დააკვირდე რომელი ფერი გახდება აქტუალური. პანდემიამ კიდევ უფრო ცხადყო, რომ სამზარეულო-“სახლის გულია”.
იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი სახლიდან მუშაობს და სადილსაც შინ ამზადებს, სამზარეულო იმაზე მეტია, ვიდრე ადგილი სადაც მივირთმევთ.
დიზაინერთა აზრით სამზარეულო გახდა უნივერსალური ცენტრი: მუშაობისთვის, შეკრებისთვის, საჭმლის შესანახად,მოსამზადებლად და ადგილი სადაც, უბრალოდ შეგიძლიათ ცხოვრებით დატკბეთ.
გთავაზობთ სამზარეულოს მოწყობის ტენდენციებს, რომელთა უმეტესობაც პანდემიის გავრცელების შემდეგ დამკვიდრდდა:
- მოქნილი, ნაცვლად ღია სივრცეებისა
გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ
2019 წლის შემდეგ ღია სივრცეებზე მოთხოვნამ მკვეთრას იკლო და ამის ნაცვლად აქტუალური გახდა მოქნილი და კარგად ათვისებული სივრცეები.
ადამიანთა დიდმა ნაწილმა საერთოდ მოხსნა სამზარეულო კედელი, რათა სადილის მომზადების ან მუშაობის დროს, თავისუფლად შეძლონ ბავშვებზე თვალყურის დევნება.
შეგიძლიათ სამზარეულოს ფანჯარასთან მოაწყოთ დასვენებისთვის განკუთვნილი ადგილი, სადაც შეძლებთ მუშაობას და მეგობრებთან ერთად განამარტოებას.
- უფრო ფართე და დიდი ზომის სამზარეულო კუნძული
“რაც მეტი, მით უკეთესი”-ამბობს ლინდა ფენესი, დიზაინერი “Kitchen Magic”-იდან.
დიდმა სამზარეულოს კუნძულმა, თავისუფლად შეიძლება ჩაანაცვლოს მაგიდა.
იგი იმდენად ფართე უნდა იყოს, რომ თავისუფლად შეძლოს რამოდენიმე ადამიანის დატევა, ასევე თავსდებოდეს ნიჟარა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა და მიკროტალღური ღუმელი.
სამზარეულოს კუნძულს უფრო კომფორტულს გახდის კუთხეებში დადგმული ბალიშებიანი სკამები. გაითვალისწინეთ, რომ მათ აუცილებლად მარტოვად გასარეცხი ზედაპირი უნდა ჰქონდეთ.
- ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ზედაპირები
კვატცმა და კვარციტმა ჩაანაცვლა გრანიტის ზედაპირები. უპირველესად იმიტომ, რომ ისინი ფართოდ არის გავრცელებული, უფრო გამძლეა და გლუვი. ასევე უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის მათი ანტიმიკრობული თვისებების გამო.
კვარცი ხელოვნურია მასალაა და უფრო მარტივია ნიმუშების შერჩევა.
კვარციტი 500 გრადუსზე არ იწვის.
არსებობს ასევე აკრილის ვარიანტი, რომელიც ზემოთხსენებულ მასალებზე უფრო ხელმისაწვდომია.
- მრავალფუნქციური ტექნიკა
სახლის მეპატრონეებს ურჩევნიათ ჰქონდეთ ტექნიკა, რომელიც რამოდენიმე ფუნქციას ასრულებს.
მაგ: ჭურჭლის სარეცხი მანქანის ახალი მოდელი არა მარტო რეცხავს, არამედ მეპატრონეს ატყობინებს, რომ მეტი სარეცხის საშუალება სჭირდება.
- უფრო თბილი და ეფექტური განათება
LED-განათება იპყრობს ყურადღებას, იქნება იგი ქვემოთ, ზემოთ თუ კარადის შიგნით განთავსებული. მათი ერთერთი უპირატესობა ენერგოეფექტურობაა. უფრო თბილი განათება აქვთ, ასევე შეგიძლიათ დააპროგრამოთ მათი ფერების ცვლა.
- სპეციალიზირებული საწყობი
შოპინგის შემდეგ ადამიანი ეძებს ადგილს, სადაც შეინახავს მარაგს, ჭურჭელს, წვრილმან ტექნიკას, პროდუქტის მარაგს.
ზოგიერთი მეპატრონე ამატებს “სუპერ საკუჭნაოს”, რომელიც პატარა სამზარეულოს ჰგავს.
თუ ადგილი ან ბიუჯეტი არ გაძლევთ ამის საშუალებას შეგიძლიათ მოაწყოთ კარადა-საკუჭნაო, მოძრავი თაროებით და ქვემოთ თავისუფალი სივრცით, სადაც მაღალი ნივთების დაწყობას შეძლებეთ.
- გამძლე იატაკი
რაც მეტ დროს ატარებს ადამიანი სახლში, მით უფრო ცვდება იატაკი. ასე, რომ გამძლე და იოლად მოსავლელი იატაკი ახლა ყველაზე მეტად ფასობს.
ვინილის ხის დაფები უფრო პოპულარულია, ვიდრე ხისტი ხის მასალა.
ადამიანთა დიდი ნაწილი არჩევანს უფრო ფართო დაფებზე, ასევე ძველმოდურ, ელეგანტურ იატაკზე აკეთებს.
- დამხმარე გარე სამზარეულო
ადამიანები ისე აფასებენ ახლა ღია სივრცეებს, როგორც არასდროს.
თბილ ამინდებთან ერთად უფრო მოთხოვნადი ხდება გარე სამზარეულოს ქონა, რომელიც აღჭურვილი იქნება: გრილით, ნიჟარით, პატარა მაცივრითა და კომფორტული ავეჯით.