საერთაშორისო ურთიერთობის ფარგლებში, საქართველოს რეალტორთა ასოციაციამ ჩაატარა შეხვედრა იტალიელ კოლეგებთან, რობერტო ლუჩიანის, კომპანიის “Giolli & Luciani Associati” ბიზნესმრჩეველთან და მის წარმომადგენელთან ქალბატონ მარინა ქევხიშვილთან. შეხვედრა შედგა რეგუსის ოფისში, სადაც განხილულ იქნა უძრავი ქონების ბაზრის და საინვესტიციო გარემოს არსებული მდგომარეობა ჩვენს ქვეყნებში, დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმა.