2018 წლის 16 იანვარს, საქართველოს რეალტორთა ასოციაციციის მიერ მოეწყო ბიზნესღონისძიება: „საბროკერო საქმიანობა, როგორც ქვეყანაში დასაქმების კატალიზატორი და ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტი“.
საღამოზე ერთმანეთს შეხვდნენ უძრავი ქონების სფეროს წარმატებული კომპანიები, საერთაშორისო ორგანიზციების და მომიჯნავე პროფესიების წარმომადგენლები. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ: ბიზნესობმუცმენის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი ზურაბ ძნელაშვილი, კომპანიების USAID; ICC; G4G; Win & Win, სამინისტროების და საბანკო სექტორების წარმომადგენლები.
საღამოზე ასევე გაიმართა ასოციაციის წევრთა დაჯილდოების ცერემონია სამ ნომინაციაში:
1. “წლის ბროკერი”; (ბატონი ზურაბ ერისთავი, შპს “რენტალსი”)
2. ნომინაცია: “წლის კომპანია”; (შპს “რენტალსი”)
3. ნომინაცია: ”ასოციაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის” (ვაჟა მებაღიშვილი, შპს “ნობლ რეალ ესთეითი”)