ასოციაციის მისია:
უძრავი ქონების დარგის განვითარება ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების სტანდარტების დანერგვა.
უძრავი ქონების სფეროში მოღვაწე პროფესიონალების უზრუნველყოფა უახლესი ინფორმაციით, ინოვაციური ხელსაწყოებითა და ხელმისაწვდომი განათლებით.
ასოციაციის შესახებ:
საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია (GNARE) 2014 წლის აპრილში დაფუძნდა და მსოფლიოს ყველაზე
დიდი სავაჭრო ორგანიზაციის – ამერიკის რეალტორთა® ასოციაციის (NAR) ერთადერთი პარტნიორი საქართველოში.
ქართულ ბაზარზე მხოლოდ ისაა უფლებამოსილი, გამოიყენოს ან დაარეგისტრიროს REALTORS® -ის სამარკო ნიშანი.
ასოციაციის წევრები არიან უძრავი ქონების მოწინავე კომპანიები, სადაც მუშაობენ რეალტორები®, ბროკერები,
აგენტები და უძრავი ქონების სფეროში მოღვაწე სხვა სპეციალიტები, რომლებიც აღიარებენ პროფესიონალური ქცევის
ეთიკის კოდექსს და ხელმძღვანებენ მისი დებულებებით მომხმარებელთან, კოლეგებთან და საზოგადოებსთან ურთიერთობისას.