“VESTIN” is a leading real estate company headquartered in Tbilisi.

Mariam Surguladze

Mariam Surguladze

წევრი

2025 წელს საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით არჩეულ იქნა ასოციაციის მმართველთა საბჭოს წევრად.                               

2022 წლიდან არის ასოციაციის აქტიური პარტნიორი, ხოლო 2024–2025 წლებში იყო სამართლებრივი რეფორმების კომიტეტის წევრი.                                                            

განათლებით ხელოვნებათმცოდნეა. დაამთავრა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემია — არქიტექტურის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი. იყო ხელოვნების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი და ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ლექტორი. 

2000 წლიდან საქმიანობს კერძო სექტორში და აქვს 25-წლიანი ბიზნესის მართვის გამოცდილება — 13 წელი არქიტექტურა-მშენებლობის მიმართულებით და 12 წელი უძრავი ქონების საერთაშორისო საბროკერო ბიზნესში.                                                                                

2003 წელს მარიამ სურგულაძე გახდა პიონერი ქართულ სამშენებლო სექტორში — სწორედ მის სახელს უკავშირდება ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2008-ის პირველი დანერგვა მენეჯმენტში, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო სექტორში ხარისხის მართვის თანამედროვე სისტემის დამკვიდრებისათვის.                                                                                

2013 წლიდან დღემდე მარიამ სურგულაძე არის საქართველოში უძრავი ქონების საბროკერო სექტორის პირველი და ერთადერთი მასტერფრანჩაიზერი. მის სახელს უკავშირდება გლობალური ბრენდის — RE/MAX — საქართველოში შემოყვანა და მისი მრავალწლოვან გამოცდილებაზე დაფუძნებული სამუშაო სტანდარტების დანერგვა ქართულ ბაზარზე. 

RE/MAX Georgia – ს რეგიონალური წარმომადგენლობის ვიცე პრეზიდენტია. 2016 წლიდან დღემდე არის RE/MAX REALTY PARK-ის მმართველი პარტნიორი. მარიამ სურგულაძე აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივ პროფესიულ კონფერენციებსა და ღონისძიებებში, არის ასოციაციის სასწავლო და სასერტიფიკაციო კურსის ტრენერი და აქვს საერთაშორისო ბიზნეს პროგრამებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მიღებული აქვს საერთაშორისო ჯილდოები .

მარიამ სურგულაძე დაიბადა 1965 წლის 26 ნოემბერს, ქალაქ თბილისში. ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ორი შვილიშვილი.