3 აპრილს, სასტუმრო “არტიზანში”, გაიმართა ასოციაციის საერთო კრება, რომლზეც წარდგენილი იყო 2025 წლის ანგარიში, გაზიარებულ იქნა 2026 წლის გეგმები და ჩატარდა ასოციაციის პრეზიდენტის არჩევნები.
პრეზიდენტობის კანდიდატები იყვნენ:
- ილონა თარხანოვა (კომპანია Citybroker-ის დამფუძნებელი)
- ლევან ლაბარტყავა (კომპანია Lealtor-ის დამფუძნებელი)
•ნატა მოდებაძე (კომპანია Mode Real Estate-ის დამფუძნებელი)
მადლობას ვუხდით ასოციაციის თითოეულ წევრს არჩევნებში აქტიური მონაწილეობისათვის.
არჩევნებში გაიმარჯვა ნატა მოდებაძემ, რომელიც მომდევნო ორი წლის განმავლობაში ასოციაციის პრეზიდენტის პოზიციას დაიკავებს.
ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებებს ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმიანობაში.
ასოციაცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის ნატო ბოჭორიშვილს, რომელიც ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ასოციაციას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მის განვითარებაში.
ასოციაციის ახალ წევრებს გადაეცათ წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
















