საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, 13 ოქტომბერს, ბათუმში უძრავი ქონების აგენტის საატესტაციო კურსი დასრულდა.
საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, 13 ოქტომბერს, ბათუმში უძრავი ქონების აგენტის საატესტაციო კურსი დასრულდა.
კურსი ატესტირებულია უძრავი ქონების პროფესიონალთა ევროპული ასოციაციის European Association of Real Estate Professions (CEPI)-ის მიერ და შემუშავებულია ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობით.
მონაწილეებს, სერტიფიკატები ასოციაციის პრეზიდენტმა, ნატა მოდებაძემ გადასცა.
ვულოცავთ კურსდამთავრებულებს და ვუსურვებთ წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში!
საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის კურსის გენერალურ სპონსორს “ELT Group”-სა და ოქროს სპონსორს “SKYLUX Construction Company”-ს გაწეული მხარდაჭერისთვის.
ასევე, მადლობას ვუხდით: ასოციაციის განათლების კომიტეტს, რეგიონული კომიტეტის წევრებსა და თითოეულ მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის, უძრავი ქონების სექტორში პროფესიული გარემოს განვითარებასა და გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის.
პროექტში მონაწილეობას იღებდნენ და ჩვენი პარტნიორები არიან:
აკაკი ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზი; Chargeishvili Law Inn / ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზი Chargeishvili Law Inn / ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზი
საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებლთა საზოგადოება IVSG Independent Valuers Society of Georgia IVSG Independent Valuers Society of Georgia.
Loialté Academy • ლოიალტე აკადემია
ერთად ვქმნით უფრო პროფესიულ და ევროპულ სტანდარტებზე ორიენტირებულ უძრავი ქონების ბაზარს!













































