ილია გოგუა არის კომპანია Brix Estate-ის დამფუძნებელი და მმართველი. იგი ამჟამად სწავლობს საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის დამამთავრებელ კურსზე.
უძრავი ქონების სფეროში საქმიანობა 4 წლის წინ დაიწყო და ამ პერიოდის განმავლობაში იმუშავა როგორც დეველოპერულ პროექტებზე, ასევე მეორეულ საცხოვრებელ ბაზარზე. მისი გამოცდილება ასევე მოიცავს კომერციული უძრავი ქონების მიმართულებას, მათ შორის ფართების გაქირავებისა და გაყიდვის პროცესების ორგანიზებასა და მართვას.
პროფესიული განვითარების ფარგლებში გავლილი აქვს კურსები ციფრული მარკეტინგისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. ასევე, აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში.